მეცნიერებმა შავი ხვრელების უმსხვილესი შერწყმა დააფიქსირეს. ორი ობიექტი ერთ შავ ხვრელად გარდაიქმნა, რომლის მასაც ახლა ჩვენი მზის მასას 225-ჯერ აღემატება.
ფენომენი სახელწოდება GW231123 2023 წლის 3 ნოემბერს დაფიქსირდა, თუმცა მონაცემების დეტალური ანალიზი მხოლოდ ახლა დასრულდა.
მეცნიერების თქმით, ასეთი მასიური შავი ხვრელები ვარსკვლავების ჩვეულებრივი ევოლუციის შედეგად ვერ წარმოიქმნება. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ეს ობიექტები შესაძლოა უფრო მცირე შავი ხვრელების ადრეული შერწყმის შედეგი ყოფილიყო. გარდა ამისა, ორივე შავი ხვრელი უკიდურესად სწრაფად ბრუნავდა – დედამიწის ბრუნვის სიჩქარეზე თითქმის 400 000-ჯერ სწრაფად.
აქამდე დადასტურებულად ყველაზე მასიურ ორმაგ შავ ხვრელად GW190521 ითვლებოდა, რომლის ჯამური მასაც მზის მასას 140-ჯერ აღემატებოდა.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). მეცნიერებმა შავი ხვრელების უმსხვილესი შერწყმა დააფიქსირეს – რომლის მასაც ახლა ჩვენი მზის მასას 225-ჯერ აღემატება.. 14 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მეცნიერებმა-შავი-ხვრელებ/
