შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაევაკუირებულია 19 ოჯახი - ბაღდათის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მიწის მასა ჩამოიშალა

ევაკუირებულია 19 ოჯახი – ბაღდათის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მიწის მასა ჩამოიშალა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, მიწის მასა ჩამოიშალა, რის გამოც 19 ოჯახის ევაკუირება განხორციელდა.

ინფორმაციას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

როგორც მერიაში განმარტავენ, მოსახლეობის ევაკუაცია რუსთაველის ქუჩაზე, N16 ბინაში, რკინა-ბეტონის საყრდენი კედლებისა და სანიაღვრეების მოწყობის პროცესში, ბინის ეზოში მიწის ჩამოშლის გამო განხორციელდა. მათივე ცნობით, მოსახლეობა ალტერნატიულ ფართებში ქირით არის გაყვანილი.

მერიის ინფორმაციითვე, განხორციელდა გეოლოგიური კვლევა ბინის მდგრადობის შემოწმების მიზნით. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, კორპუსის მდგრადობას საფრთხე არ ემუქრება.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  ძლიერი წვიმა და ნალექია მოსალოდნელი - გაფრთხილება ამინდის შესახებ
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი