პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებივინ არის ყველაზე წარმატებული ქართველი ჰოლივუდში, რომლის ნამუშევრებმაც „ოსკარი“ მოიპოვეს?

ვინ არის ყველაზე წარმატებული ქართველი ჰოლივუდში, რომლის ნამუშევრებმაც „ოსკარი“ მოიპოვეს?

„მისტერ და მისის სმიტები“, „შრეკი 3“, „კარიბის ზღვის მეკობრეები 3“, „კერკეტი კაკალი 4“, „მე ლეგენდა ვარ“, „ჰენკოკი“, „2012“, „მწვანე ფანარი“ – ეს იმ ფილმების მცირე ჩამონათვალია, რომელთა სპეცეფექტებზეც ვალერი ხარიტონაშვილი მუშაობდა.

წლების წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში 50 დოლარით ჩასულმა ბიჭმა წარმატებისკენ საკმაოდ რთული გზა გაიარა. სამგანზომილებიანი გამოსახულების გენერალისტი “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში თავის საინტერესო და ამასთანავე დაბრკოლებებით სავსე გზაზე საუბრობს.

– როდის და როგორ დაინტერესდით ანიმაციისა და ვიზუალური ეფექტების სამყაროთი?

– ჯერ კიდე სკოლაში სწავლისას, სკამაოდ პატარა გამიტაცა პერსონაჟების ხატვამ. ძალიან მინდოდა ეს ნახატები რამენაირად ამემოძრავებინა, მინდოდა, ამხტარიყვნენ-დამხტარიყვნენ, ერბინათ. დედამ თბილისის კინოსტუდიაში მიმიყვანა, სადაც ნახატების ამოძრავებას მასწავლიდნენ. სკოლის დამთავრების შემდეგ კი სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე.

 

– იმ დროისთვის საქართველოში ეს სფერო როგორ იყო განვითარებული?

– ნახატი ანიმაციები იქმნებოდა, თუმცა კომპიუტერი და მით უფრო, მისი დახმარებით სამგანზომილებიანი გრაფიკების შექნმა, ჯერ კიდე უცხო ხილი იყო. სამოქალაქო ომის, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში საბრძოლო მოქმედებების გამო, ანიმაციის განვითარებისთვის არავის ეცალა. ადამიანები გამუდმებით ყოფითი პრობლემების მოგვარებას ცდილობდნენ, უშუქობა, უწყლობა… მოკლედ, გაუსაძლისი პირობები იყო.

– თქვენ გიმუშავიათ ისეთ ცნობილ კომპანიებთან, როგორებიცაა: Sony Pictures, Industrial Light and Magic (a division of Lucas film), Digital Domain and DreamWorks. რამდენად რთული იყო წარმატების მიღწევა?

– ერთდროულად რთულიც იყო და საინტერესოც. მეტად სახალისო აღმოჩნდა ანიმაციის შესაქმენლად კომპიუტერული პროგრამების გამოყენების სწავლა. მოგეხსენებათ, იმ დროს ინტერნეტი არ იყო განვითარებული , შესაბამისად, გაკვეთილების ან თუნდაც ინფორმაციის მოძიება ძალიან ძნელი იყო. ამ სფეროს შესახებ ერთი-ორი წიგნი თუ იშოვებოდა და ეგეც ინგლისურად, მე კი იმ დროს არც ინგლისური ვიცოდი და არც კომპიუტერის გამოყენება. ერთი სიტყვით, დაწყება საკმაოდ რთული იყო… მით უფრო მაშინ, როდესაც თავიდან არასოდეს იცი, რა შედეგს მიიღებ. იოლად არაფერი გამოდის, ნებისმიერი საქმე დიდ შრომას მოითხოვს. თუმცა, როდესაც შენი საქმის პროფესიონალი ხდები, მერე ყველაფერი იოლი გეჩვენება და ბევრი კომპანიისგან შემოთავაზებასაც იღებ.

  ვინ იყო ქალი, რომელიც ეროსი მანჯგალაძეს მთელი სიცოცხლე უყვარდა

– ბევრ ცნობილ და ოსკარზე ნომინირებულ ფილმებზე მოგიწიათ მუშაობა, თქვენთვის რომელ ფილმზე მუშაობა იყო ყველაზე საინტერესო და ამასთანავე, რთული?

 

– ჩემთვის თითოეულ ფილმზე მუშაობა საინტერესოა. ყოველთვის ვცდილობდი, განვითარებისა და ახალი უნარების შეძენის მიზნით, სამსახური ხშირად გამომეცვალა და ისეთ სტუდიებში მემუშავა, სადაც, ჩემი აზრით, საინტერესო ფილმებს იღებდნენ. სირთულეს რაც შეეხება, ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როცა მოცემულ ვადებში ვერ ვეტევი და დრო შეზღუდულია. ამიტომ ყველაფრის თავიდანვე კარგად და დეტალურად დაგეგმვაა საჭირო.

– რას ურჩევთ დამწყებ და მომავალ ანიმატორებს? რა არი თქვენი წარმატების საიდუმლო?

– ჩემი წარმატების საიდუმლო თავაუღებელი სწავლა და პატარ-პატარა ნაბიჯებით წინსვლაა, ასევე მნიშვნელოვანია შენი საქმიანობის სწორი შეფასება და ანალიზი შეგეძლოს, რათა საკუთარი მიმართულებიდან არ გადაუხვიო…სრულად

 

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი