პოლიციამ ტელეწამყვანი კობა ფარტენაძე დააკავა – ცნობილია, რა მიზეზით დააკავეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე დაკავებულია. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ კომენტარი გაავრცელა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, კობა ფარტენაძე, პოლიციის მიმართ სხვადასხვა დროს განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის, ასევ წვრილმანი ხულოგნობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.

კობა ფარტენაძემ, 16 აგვისტოს, მასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხვისას, სამართალდამცველებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა – აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.ა

ასევე, აღნიშნული პირი 17 აგვისტოს ღამის საათებში, ბათუმში, ხმამაღლა ლანძღვა-გინებით არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, სამართალდამცველებმა, არაერთხელ მოუწოდეს შეეწყვიტა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, თუმცა ის არ დაემორჩილა პოლიციელების მოთხოვნას, პოლიციელებს მიაყენა შეურაცხყოფა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). პოლიციამ ტელეწამყვანი კობა ფარტენაძე დააკავა – ცნობილია, რა მიზეზით დააკავეს. 17 აგვისტო, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/პოლიციამ-ტელეწამყვანი-კო/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi