პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„ატმის შეღებვის ფაქტზე იდენტიფიცირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები ფიზიკური პირი, მოკვლევის...

„ატმის შეღებვის ფაქტზე იდენტიფიცირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები ფიზიკური პირი, მოკვლევის ფარგლებში აღებულია ატმის ნიმუშები“-სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ატმის შეღებვის ფაქტზე იდენტიფიცირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები ფიზიკური პირი, ხოლო მოკვლევის ფარგლებში აღებულია ატმის ნიმუშები.

“სოციალურ ქსელში გავრცელებულ ატმის შეღებვის ფაქტზე მყისიერი რეაგირების შედეგად, იდენტიფიცირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები ფიზიკური პირი (გ.უ.).

სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის ინსპექტორებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ჩატარებული მოკვლევის ფარგლებში, ატმის ნიმუშები აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგები საზოგადოებას დამატებით ეცნობება.
აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო ყველა სახის საკვებ პროდუქტს რეგულარულად ამოწმებს.

სპეციალისტების მიერ სისტემურად მიმდინარეობს მონიტორინგი; ხილი, ბოსტნეული და ბაღჩეული მოწმდება სხვადასხვა მაჩვენებელზე – პესტიციდებზე, მძიმე მეტალებზე, რადიონუკლიდებზე, ნიტრატებზე. კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაცია საჯაროა და მედიასაშუალებებით მიეწოდება საზოგადოებას; ასევე, ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებგვერდზე nfa.gov.ge
გარდა ამისა, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირები ახორციელებენ საექსპორტო ტვირთების ფიტოსანიტარიულ შემოწმებას და სერტიფიცირებას,” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
  ჯესი ჯეის ბოლო შოუ კიბოსთან ბრძოლამდე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი