ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ აბიტურიენტები დალოცა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ აბიტურიენტები დალოცა. მეუფემ წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა, აბიტურიენტებს გამოცდების წარმატებით ჩაბარება და ნაყოფიერი სწავლა უსურვა.

„ძვირფასო აბიტურიენტებო, მინდა მთელი გულით დაგლოცოთ თქვენს ცხოვრებაში ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში, როცა თქვენ დაამთავრეთ სკოლა და უნდა შეუდგეთ უმაღლესი სწავლების სარბიელს. ცოდნა – ეს არის სინათლე, რომელიც ადამიანს აღამაღლებს და ამ ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს. ღმერთი შეგეწიოთ, რომ ღირსეულად ჩააბაროთ ეს ცხოვრებისეული გამოცდა და აისრულოთ თქვენი კეთილი სურვილები“, – მიმართა მეუფე შიომ აბიტურიენტებს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ აბიტურიენტები დალოცა. 30 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ილია-ii-ის-ლოცვა-კურთხევით-ს/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi