ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაშემუშავდა აღნიშნული პროგრამის შესრულების გეგმა, რომელიც რეგიონულ თანამშრომლობაზეა ორიენტირებული და მოიცავს გარეული...

შემუშავდა აღნიშნული პროგრამის შესრულების გეგმა, რომელიც რეგიონულ თანამშრომლობაზეა ორიენტირებული და მოიცავს გარეული ცხოველების ჯანმრთელობის მონიტორინგსა და მართვას; დაავადებების გავრცელების შემთხვევაში კი, რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერებას

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის წარმომადგენლები იმყოფებიან.

ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WOAH), წევრი ქვეყნების დახმარების მიზნით, 2020 წელს შექმნა ველური ბუნების ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს გარეული ცხოველების დაავადებათა პრევენციას, გამოვლენასა და კონტროლს ერთიანი ჯანდაცვის პრინციპით.

მიმდინარე წელს ორგანიზაციის ბრიუსელის რეგიონულმა წარმომადგენლობამ ევროპისა და ცენტრალური აზიისთვის შეიმუშავა გარეული ცხოველების ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის განხორციელების გეგმა და რეგიონული პრიორიტეტები.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა, ევროპელ და აზიელ კოლეგებთან ერთად, გარეული ცხოველების ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა განიხილეს. კონფერენციაზე შემუშავდა აღნიშნული პროგრამის შესრულების გეგმა, რომელიც რეგიონულ თანამშრომლობაზეა ორიენტირებული და მოიცავს გარეული ცხოველების ჯანმრთელობის მონიტორინგსა და მართვას; დაავადებების გავრცელების შემთხვევაში კი, რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერებას.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობას ველური ბუნების სიჯანსაღისა და, შესაბამისად, უსაფრთხო, ჯანსაღი და მდგრადი სამყაროს შექმნაში. მხარეებმა გარეულ ცხოველთა დაავადებების აფეთქებაზე რეაგირების მეთოდებზე იმსჯელეს.

  2025 წლის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება კარტოფილის, კაკლოვანი ხილის და გადამუშავებული კაკლოვანი ხილის ექსპორტში
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი