შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაკოჯორში გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში ჯარის ბანაკი გაიხსნა

კოჯორში გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში ჯარის ბანაკი გაიხსნა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში ჯარის ბანაკი გახსნეს. 

თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებს ჯარის ბანაკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას.

„ბანაკში გატარებული დღეებით ახალ შესაძლებლობებს შეიძენთ. თქვენი ჯგუფის მეთაური სერჟანტები ცოდნასა და დიდ გამოცდილების გაზიარებენ. თქვენს ინსტრუქტორებს ზურგს უმაგრებთ წლობით დაგროვილი გამოცდილება და ეს შესაძლებლობა აუცილებლად გამოიყენეთ! გვეამაყება, რომ „ჯარის ბანაკმა“ გაამართლა და დღეს ის წარმატებული პროექტია, მის მიმართ ინტერესი იზრდება. ბოლო სამი წლის განმავლობაში უკვე რამდენიმე ათას მოსწავლეს ვმასპინძლობთ, როგორც კოჯრის სერჟანტთა აკადემიაში, ისე, საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში. ვცდილობთ, წლიდან წლამდე უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ ეს პროექტი და მეტი შინაარსით დავტვირთოთ“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა. კითხვის გაგრძელება…

  რადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 26 ივნისს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი