ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაპირველად საქართველოს ერთიან ენერგეტიკულ ქსელს მზის ხუთი ელექტროსადგური მიუერთდება, ჯამური სიმძლავრით -...

პირველად საქართველოს ერთიან ენერგეტიკულ ქსელს მზის ხუთი ელექტროსადგური მიუერთდება, ჯამური სიმძლავრით – 10 მგვტ

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ერთიან ენერგეტიკულ ქსელს მზის ხუთ ელექტროსადგურს მიუერთებს, ჯამური სიმძლავრით – 10 მგვტ. ელექტროგადამცემ ქსელში მზის ენერგიის ინტეგრაცია საქართველოში პირველად განხორციელდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე სოხაძის ინფორმაციით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ პროექტის განსახორციელებლად კახეთის რეგიონში, თავის კუთვნილ 5 ქვესადგურში  („ჯუგაანი 110“, „ხირსა 110“„ გამარჯვება 110“, „ქისტაური 35“, „ქედი 35“)  6/10 კვ ძაბვის, თანამედროვე ტიპის უჯრედების მოწყობა უკვე დაასრულა.

„გლობალური ენერგეტიკული გამოწვევების ფონზე ენერგეტიკული თვითკმარობა და ენერგოდამოუკიდებლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. განახლებადი ენერგიების ოპტიმალური ათვისება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მიმდინარე ჰიდროპროექტების პარალელურად, აქტიურ ფაზაშია ქარისა და მზის ელექტროსადგურების პროექტებიც. საქართველოს მთავრობის აქტიური მხარდაჭერით დასკვნით ეტაპზეა ჯამურად 10 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის პროექტები“, – აღნიშნა ალექსანდრე სოხაძემ.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აქტიურად მუშაობს მწვანე ენერგიების ქსელთან მიერთების მიმართულებით – განახლებადი ენერგიის წყაროების სისტემაში ინტეგრაცია მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაზე, გაზრდის ენერგოსისტემის უსაფრთხოებას და შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას.

ამჟამად სამშენებლო ფაზაშია 125 მეგავატი სიმძლავრის ქარის სადგურები (ჯამური ინვესტიციით 195 მლნ აშშ დოლარი), რომელთა ეტაპობრივი ამოქმედება მომდევნო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემას. ასევე დაახლოებით 200 მეგავატზე (ჯამური  ინვესტიცია დაახლოებით 240 მლნ. აშშ დოლარი) უკვე დასრულებულია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და განიხილება შესაბამისი პროექტების გადაყვანა სამშენებლო ეტაპზე. რაც შეეხება მზის ელექტროსადგურებს, გარდა ნეტო-სადგურებისა, ამ ეტაპზე დასკვნით ფაზაშია 10 მეგავატამდე სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობა. პროექტი ხორციელდება ადგილობრივი ბანკების თანამონაწილეობით, მათი ჯამური ინვესტიცია 4.75 მლნ. დოლარია, ხოლო დაახლოებით 150 მეგავატზე (ჯამური ინვესტიცია 88.45 მლნ აშშ დოლარი) უკვე დასრულებულია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და განიხილება შესაბამისი პროექტების სამშენებლო ეტაპზე გადაყვანა.

„განახლებადი ენერგიების ოპტიმალური ათვისება გრძელვადიან პოლიტიკასთან სრულ შესაბამისობაშია, ვინაიდან აღნიშნული უზრუნველყოფს ქვეყანაში გენერაციის მომატებას, რაც საერთო ჯამში იმის საშუალებას მოგვცემს, რომ მომავალ წლებში ნეტ-ექსპორტიორი გავხდეთ“, – აცხადებს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი.

  დავით სონღულაშვილი „იგლ ჰილსის“ პროექტზე: ეს არის დამოუკიდებელ საქართველოში ყველაზე მსხვილი ინვესტიცია, ძალიან დიდი ეკონომიკური ეფექტით. წარმოუდგენელია ის კრიტიკა, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვხვდებით

ამასთან, ალექსანდრე სოხაძე ხაზგასმით აღნიშნავს ამ კონტექსტში შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობას, რომელიც უახლოეს წლებში საქართველოსა და ევროპის ენერგეტიკულ ბაზრებს დააკავშირებს. პროექტის საშუალებით შესაძლებელი გახდება ადგილობრივი მწვანე ენერგიის პირდაპირ ევროპულ ბაზარზე გატანა. ეს, თავის მხრივ, გააჩენს რეალურ შესაძლებლობას, რომ საქართველომ განახლებადი ენერგიების განვითარებით უზრუნველყოს როგორც საკუთარი ენერგეტიკული უსაფრთხოება, ასევე წვლილი შეიტანოს ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაში.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.