ქართული ღვინის წარდგენა აშშ-ში – ქართული ღვინო ფესტივალზე „Food and Wine Classic Aspen 2025” წარადგინეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners” ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა აშშ-ში, კოლორადოს შტატში, ქალაქ ასპენში ყოველწლიურ ფესტივალზე „Food and Wine Classic Aspen 2025” გაიმართა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დასახელების 200-მდე ალკოჰოლური სასმელი.

რიგით 42-ე ფესტივალის ათასობით სტუმარს, სამი დღის განმავლობაში, შესაძლებლობა მიეცა 20 სახეობის ქართული ღვინო დაეგემოვნებინა.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის პროფესიული სემინარი და დეგუსტაცია, რომელსაც კომერციული სექტორის წარმომადგენლები და მომხმარებლები ესწრებოდნენ. მსგავსი ტიპის ღონისძიებები მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და შემდგომში მასზე მოთხოვნის ზრდისთვის.

აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას ღვინის ეროვნულ სააგენტო უმსხვილეს ამერიკულ მარკეტინგულ კომპანიასთან „Colangelo&Partners” თანამშრომლობით ახორციელებს. კამპანიის ფარგლებში, აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში, ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის დეგუსტაცია-სემინარები იმართება; ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე; მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინის უკეთ გაცნობასა და პოპულარიზაციას ამერიკულ ბაზარზე.

- Advertisement -
Ad imageAd image

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ქართული ღვინის წარდგენა აშშ-ში – ქართული ღვინო ფესტივალზე „Food and Wine Classic Aspen 2025” წარადგინეს. 25 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ქართული-ღვინის-წარდგენა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi