შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიები“16 წლის ვიყავი, როცა საწარმოო უთოში დამეწვა ხელი...”- პარაოლიმპიელი ანა ჯაფარიძის ემოციური...

“16 წლის ვიყავი, როცა საწარმოო უთოში დამეწვა ხელი…”- პარაოლიმპიელი ანა ჯაფარიძის ემოციური ამბავი

პარიზში, ქართველმა სპორტსმენებმა ქვეყანას არაერთი მედალი და დიდი სიხარული მოუტანეს. ამ ზეიმის ერთ-ერთი შემოქმედი კი 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძეც იყო.

ანამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სადებიუტო პარალიმპიადაზე მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან ეგვიპტელი სპორტსმენი დაამარცხა და საქართველოს პირველი მედალი მოუტანა. პირველ შეხვედრაში ქართველმა პარასპორტსმენმა აშშ-ის წარმომადგენელი არიანა პაოლო აგუილა რამოსი დაამარცხა, მეოთხედფინალში პარალიმპიადის ვიცე-ჩემპიონ მერიემ ბეთულ ჩავდარს სძლია, ნახევარფინალური შეხვედრა კი ირანელ ზაჰრა რაჰიმთან დათმო.

ანას წარმატების გზა არც ისე იოლია, მან “პრაიმ შოუში” გაიხსენა, როგორ აღმოჩნდა იმ რეალობის წინაშე, რომ ხელის ამპუტაციის შემდეგ გაეგრძელებინა სულ სხვა ცხოვრება:

“16 წლის ვიყავი, როდესაც ხელის ამპუტაცია დამჭირდა. საწარმოო უთოში დამეწვა ხელი და ერთი კვირის მანძილზე მაკვირდებოდნენ, ბოლო წამამდე ვფიქრობდი, რომ ხელის ამპუტაცია არ დამჭირდებოდა. დედაჩემის ძალიან დიდი ინიციატივა იყო, რომ დამეწყო სპორტული ცხოვრება. აქტიური ბავშვი ვიყავი, ტანვარჯიშსა და სპორტულ ცეკვებზე დავდიოდი. ფიზიკური აქტივობა უცხო არ იყო ჩემთვის. ამ სფეროში ვიპოვე ჩემი თავი” – ამბობდა ანა.

  კაცობრიობამ სერიოზულად უნდა იფიქროს პითონების სახორცედ მოშენებაზე - ახალი კვლევა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი