თბილისის „დინამოს“ ისტორიული გამარჯვებიდან 44 წელი გავიდა — თასების მფლობელთა თასის მოგება 1981 წელს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

13 მაისი ქართული ფეხბურთის ისტორიაში განსაკუთრებულად აღსანიშნავი თარიღია. სწორედ ამ დღეს, 1981 წელს, თბილისის „დინამომ“ უდიდესი წარმატება მოიპოვა — გახდა უეფას ევროპის თასების მფლობელთა თასის ოცდამეერთე გათამაშების გამარჯვებული.

ფინალური შეხვედრა გაიმართა გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, სადაც თბილისის “დინამომ” იენას „კარლ ცაისი“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა. პირველი გოლი ვლადიმერ გუცაევმა გაიტანა. გამარჯვების გოლი ვიტალი დარასელიამ გაიტანა, რაც საბოლოოდ დინამოს გამარჯვებას განაპირობებდა.

ეს გამარჯვება დარჩა ერთ-ერთ ყველაზე დიდ წარმატებად ქართული და საბჭოთა სპორტის ისტორიაში. თბილისის “დინამო” გახდა იმ დროისთვის ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი საკლუბო გუნდი.

დღეს, 13 მაისს, ამ ისტორიული გამარჯვებიდან 44 წელი გავიდა.
„დინამოს“ ფანებისთვის და ქართული ფეხბურთის მოყვარულთათვის ეს თარიღი კვლავაც განსაკუთრებული სიამაყის დღეა.

- Advertisement -
Ad imageAd image

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). თბილისის „დინამოს“ ისტორიული გამარჯვებიდან 44 წელი გავიდა — თასების მფლობელთა თასის მოგება 1981 წელს. 13 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/თბილისის-დინამოს-ისტორ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi