მამა მდინარეში დაკარგულ შვილს ეძებდა და მდინარის ნაპირზე ბოთლში ჩადებული წერილი იპოვა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

კანადაში მცხოვრები ჯეისონ ეჰლერი სამი წლის განმავლობაში ყოველდღე ეძებდა დაკარგულ შვილს და ამ ძებნის პროცესში ის შემთხვევით მდინარის პირას გადააწყდა ბოთლს, სადაც 40 წლის წინ დაწერილი შეტყობინება იდო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ჯეისონის შვილი დილანი 2020 წლის 6 მაისს ბებიის სახლიდან გაუჩინარდა. პოლიცია ვარაუდობს, რომ ის მდინარეში ჩავარდა და დაიხრჩო, თუმცა მისი გვამი ამ დრომდე ვერ იპოვეს. ერთადერთი მტკიცებულება მისი ჩექმები იყო, რომელიც მდინარის ნაპირას ეწყო. თუმცა მამას შვილის პოვნის იმედი არ დაუკარგავს და მას შემდეგ შვილის მოსაძებნად ხშირად დადის მდინარის სანაპიროზე.

ერთ დღესაც კი მდინარის ნაპირზე იპოვა ბოთლი, რომელშიც იდო წერილი: „მე ვარ 11 წლის და თუ შენ ამ წერილს იპოვი მომწერე პასუხი. წერილში მითითებული იყო ბიჭის მისამართიც“.

ჯეისონმა წერილი გამოაქვეყნა და წერილის ავტორიც ამ გზით იპოვა. მან ბოთლში შენახული წერილი 40 წლის შემდეგ დაუბრუნა პატრონს.

- Advertisement -
Ad imageAd image

ჯეისონი ამბობს, რომ შვილის გაუჩინარების შემდეგ მის ცხოვრებაში მოხდა რაღაც, რამაც ის გაახარა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). მამა მდინარეში დაკარგულ შვილს ეძებდა და მდინარის ნაპირზე ბოთლში ჩადებული წერილი იპოვა. 20 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მამა-მდინარეში-დაკარგულ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi