პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიო„ბევრ რამეს ვაკეთებ - ირანმა და ისრაელმა უნდა დადონ შეთანხმება და დადებენ,...

„ბევრ რამეს ვაკეთებ – ირანმა და ისრაელმა უნდა დადონ შეთანხმება და დადებენ, ისრაელსა და ირანს შორის მალე მშვიდობა იქნება“ – დონალდ ტრამპი

ირანმა და ისრაელმა უნდა დადონ შეთანხმება და დადებენ, ზუსტად ისე, როგორც ინდოეთსა და პაკისტანს დავადებინე. იმ შემთხვევაში ეს მოხდა აშშ-თან ვაჭრობის გამოყენებით, რათა მიგვეცა მიზეზი და საღი გონება მოლაპარაკებებისთვის იმ ორი შესანიშნავი ლიდერის მონაწილეობით, რომლებმაც სწრაფად მიიღეს გადაწყვეტილება და ყველაფერი შეწყვიტეს“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

ტრამპი აღნიშნავს, რომ მისი ჩარევის შედეგად ისრაელსა და ირანს შორის მალე მშვიდობა იქნება.

„ჩემი პირველი ვადის დროს სერბეთი და კოსოვო ებრძოდნენ ერთმანეთს, როგორც ეს ათწლეულებია, ხდება და ამ ხანგრძლივ კონფლიქტს უკვე ომში გადაზრდა ემუქრებოდა. მე ეს შევაჩერე (ბაიდენმა გააფუჭა გრძელვადიანი პერსპექტივები ძალიან სულელური გადაწყვეტილებებით, მაგრამ მე ამას ისევ გამოვასწორებ!). კიდევ ერთი საკითხია ეგვიპტე და ეთიოპია და მათი დაპირისპირება დიდ კაშხალთან დაკავშირებით, რაც დიდ გავლენას ახდენს მშვენიერ მდინარე ნილოსზე. ახლა მშვიდობაა ჩემი ჩარევით და ასე გაგრძელდება! იგივე მოხდება ისრაელსა და ირანს შორის, მალე მშვიდობა იქნება! ახლა უამრავი ზარი და შეხვედრა მიმდინარეობს. ბევრ რამეს ვაკეთებ და არ ველოდები დიდ ყურადღებას ან მადლობას, მაგრამ ეს არაფერია, ხალხმა იცის, რაც ხდება. გავხადოთ ახლო აღმოსავლეთი კვლავ დიდებული!“ – წერს დონალდ ტრამპი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
  ტრამპმა განაცხადა, რომ TikTok-ისთვის მყიდველი იპოვა - ძალიან მდიდარი ადამიანების ჯგუფი“ - მათი ვინაობის გამხელა ჯერჯერობით არ სურს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი