ინდოეთში ექიმებმა პაციენტის კუჭიდან 29 კოვზი, 19 კბილის ჯაგრისი და 2 კალამი ამოიღეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ინდოეთში, ქალაქ ჰაპურის კერძო საავადმყოფოს ქირურგებმა 40 წლის პაციენტის კუჭიდან 29 ფოლადის კოვზი, 19 კბილის ჯაგრისი და 2 კალამი ამოიღეს.

The Times of India-ს ცნობით, ერთი თვის წინ ოჯახმა კაცი სარეაბილიტაციო ცენტრში მოათავსა, რაღაც პერიოდის შემდეგ კი მას მუცლის ტკივილი დაეწყო, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ულტრაბგერითმა კვლევამ დაადგინა, რომ კაცს კუჭში ლითონის ნივთები აქვს, რის გამოც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

ექიმები განმარტავენ, რომ კაცის უჩვეულო ქცევა მის ფსიქიკურ მდგომარეობას უკავშირდება. ინციდენტზე კომენტარი თავად 40 წლის კაცმაც გააკეთა. მან განმარტა, რომ სარეაბილიტაციო ცენტრში ცუდად ექცეოდნენ და არ აჭმევდნენ. „თავს უმწეოდ ვგრძნობდი, გაბრაზებული ვიყავი, ამიტომ დავიწყე ყველაფრის გადაყლაპვა, რათა საკუთარი თავისთვის ტკივილი მომეყენებინა“, – იხსენებს ის.

ახლა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

- Advertisement -
Ad imageAd image
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ინდოეთში ექიმებმა პაციენტის კუჭიდან 29 კოვზი, 19 კბილის ჯაგრისი და 2 კალამი ამოიღეს. 29 სექტემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ინდოეთში-ექიმებმა-პაციენ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi