მადრიდში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, სახელწოდებით „მაფია ან დემოკრატია“. აქცია ოპოზიციური სახალხო პარტიის მიერ იყო ორგანიზებული, რომლის ლიდერმა ალბერტო ნუნეს ფეიხომ პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესს გადადგომისა და ვადამდელი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დემონსტრაციაში 50 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა, ორგანიზატორები კი ამბობენ, რომ მანიფესტანტთა რიცხვი 100 000-ს აჭარბებდა. ოპოზიცია სანჩესის მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებს.