შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემარა ისტორიებს ჰყვებიან პატიმრები, რომლებიც სასჯელს 2012 წლამდე იხდიდნენ

რა ისტორიებს ჰყვებიან პატიმრები, რომლებიც სასჯელს 2012 წლამდე იხდიდნენ

ისტორიები, რომელიც ციხეებში 2013 წლამდე პატიმრების მძიმე ყოფაზე გვიყვება – ცემა, წამება, იძულება, უსამართლოდ დასჯა, გაუპატიურება – ეს ყველაფერი არ არის, რაც ყოფილმა მსჯავრდებულებმა გამოიარეს. წლები გავიდა და სამართლებრივი პროცესი ისევ გრძელდება.

შემზარავი ისტორიები, პირადად პატიმრებისგან, მაშინ გაისმა, რაც ციხის კარი მედიისთვის 2013 წელს, პირველად გააღეს.

ერთ-ერთი პირველი, ვინც შეძლო და გისოსებს მიღმა პატიმრების წამების ფაქტები ციხიდან გამოგზავნილი წერილით გაასაჯაროვა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია იყო. მას ამისთვის სასჯელი დაუმძიმეს.

ცოტნე გამსახურდია პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლების შემდეგ, სააპელაციო სასამართლომ გაამართლა. ციხეში მისი დასჯის გეგმის ავტორებს კი, პროკურატურამ ბრალი სულ რამდენიმე დღის წინ წარუდგინა. უფლებამოსილების გადამეტების და სამსახურებრივი სიყალბისთვის ბრალდებულად ცნეს და გირაო შეუფარდეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მაშინდელ მოადგილეს გაგა მკურნალიძეს და გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულების ყოფილ დირექტორს, გიორგი ბუთლიაშვილს.

ორივე მათგანი პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის არაერთი ეპიზოდში ფიგურირებს.

რა მოხდა 2010 წელს ექსპრეზიდენტის ვაჟის საკანში – გამოძიების მიერ აღდგენილი სურათი ასეთია:

გლდანის ციხე რომ 2013 წლამდე სასტიკი მოპყრობის მთავარი ადგილი იყო, ეს გამოძიებამ არაერთხელ, არაერთი მტკიცებულებით დაადასტურა.

“კურიერი P.S.-ი” კიდევ ერთ საქმეს გაეცნო, რომელზეც რამდენიმე დღის წინ, #8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს, ძებნილ ალექსანდრე მუხაძეს 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. 2010-2013 წლებში სწორედ ის იყო მე-8 დაწესებულების დირექტორი. გარემოცვამ მუხაძეს “ქილერა” შეარქვა – სავარაუდოდ, გამორჩეული სისასტიკის გამო. ამ პერიოდში, ადმინისტრაციას პატიმრების წამებაში მსჯავრდებულების გარკვეული ჯგუფიც ეხმარებოდა. ისე, როგორც ეს 33 წლის მალხაზ არქანიას შემთხვევაში მოხდა.

არქანიას უმძიმესი ბრალის წარდგენას უპირებდნენ – აიძულებდნენ ეღიარებინა არჩადენილი ტერაქტის მომზადების დანაშაული.

ახალგაზრდა კაცი 2011 წელს გალიდან ზუგდიდში მიდიოდა, როდესაც პოლიციამ აიყვანა. დადგინდა, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს და ჯერ ეს ბრალი აღიარებინეს. გადაიყვანეს გლდანის ციხეში. განსაკუთრებული სისასტიკეც აქ დაიწყო. ტერაქტის მომზადების აღიარების მოთხოვნით, უმძიმესი თვეები გაიარა.

  „ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

ერთ-ერთი ვიდეო ციხის დირექტორის კაბინეტშია გადაღებული. არქანიას ჩვენების შინაარსი დაუწუნეს და ფურცელი აჭამეს – დირექტორმა “ქილერამ” და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსის მაშინდელმა მოადგილემ, მეგის ქარდავამ.

ფურცლის ჭამა ყველაფერი არ არის – “კურიერი P.S.-ი” არქანიას ჩვენებას გაეცნო. შინაარსი მძიმეა.

ამის შემდეგ იყო სექსუალური ძალადობის ინსცენირება, ადმინისტრაციასთან შეკრული პატიმრების მონაწილეობით.

ლექსო არქანია, დაზარალებული მალხაზ არქანიას უფლებებს დღემდე იცავს. ადვოკატი იხსენებს, რომ ნაწამებ პატიმარს მაშინ დამცველის აცილებაც აიძულეს.

საქმეზე 13-წლიანი ძიების შემდეგ, პირველი გამამტყუნებელი განაჩენი ძებნილი “ქილერას” მიმართ დადგა. გამოძიების დროს, გადამწყვეტი მტკიცებულება აღმოჩნდა ვიდეო, რომელიც მეგის ქარდავამ საკუთარი ხელით გადაიღო და უკრაინაში მისი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს.

საკუთარი თავის წინააღმდეგ შექმნილი ჩანაწერი უმთავრეს მტკიცებულებად ითვლება მეგის ქარდავას საქმეში, რომელსაც სასამართლო ამ დრომდე განიხილავს. მასთან ერთად, არქანიას წამების ეპიზოდებში ბრალდებულები არიან გლდანის ციხის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომლები, ოლეგ ფაცაცია და ვიქტორ ყაჭეიშვილიც.

პატიმარი შემზარავი წარსულით და მძიმე ფსიქოტრავმით, ახლაც გალში ცხოვრობს და სამართლიანობის სრულად აღდგენას ელოდება.

არქანიას წამების საქმის გარდა, “ქილერას” 9 წელი აქვს მისჯილი, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის ცემით სიკვდილის ორგანიზებისთვის. მსჯავრდებულია ფოტოგრაფების საქმეზეც. ჯერ კიდევ ელოდება განაჩენს ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის წამების ეპიზოდზე.

მალხაზ არქანიას და სხვა პატიმრების წამების საქმეზე ბრალდებულთა რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება. ციხეში წამების ფაქტებზე, პროკურატურაში გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი