სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ეს ყველაზე ძვირფასი ჯილდოა. ჩემთვის დიდი პატივია - როცა საკუთარი ქვეყანა და...

„ეს ყველაზე ძვირფასი ჯილდოა. ჩემთვის დიდი პატივია – როცა საკუთარი ქვეყანა და ხალხი გაფასებს“-ზაზა ფაჩულია

როცა საკუთარი ქვეყანა და ხალხი გაფასებს, ეს ყველაზე ძვირფასი ჯილდოა. ჩემთვის დიდი პატივია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენა,- წერს სოციალურ ქსელში ყოფილი კალათბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და NBA-ს სამგზის გამარჯვებული ზაზა ფაჩულია.

სპორტსმენი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ მას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადაეცემა.

„მიღწევები და აღიარებები არის ის, რაც სპორტსმენებს ყველაზე დიდ ბედნიერებას გვანიჭებს, თუმცა როცა საკუთარი ქვეყანა და ხალხი გაფასებს, ეს ყველაზე ძვირფასი ჯილდოა. ჩემთვის დიდი პატივია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენა. ვფიქრობ, სპორტსმენები საკუთარ საქმეს ვაკეთებთ, იმას, რაც ყველაზე მეტად გვიყვარს და რაც ყველაზე კარგად გამოგვდის. ჩვენი საქმით წარმატების მიღწევა და თაობების ინსპირირება არის ყველაზე დიდი, რისი მიცემაც შეგვიძლია ქვეყნისთვის.

შემთხვევითი არ არის, ასეთი პატარა ქვეყნიდან ამდენი წარმატებული სპორტსმენი რომ გვყავს. ამიტომ, მინდა, განსაკუთრებით მოზარდებმა და სპორტსმენებმა დაიჯერონ, რომ ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენი როლიც ამაშია, რომ მათ შთაგონება მივცეთ და სწორი გზა ვაჩვენოთ.

2007 წელს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს დავესწარი, რომელშიც მილანმა ლივერპული დაამარცხა. კახა კალაძემ იმ დღეს, ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ჯილდო მეორედ მოიგო და მახსოვს, როგორი ამაყი ვიყავი მაშინ, ჩემს მეგობრებთან ერთად. ეს მომენტი განსაკუთრებით კარგად დამამახსოვრდა, ამდენი გახარებული ქართველის ნახვამ, ამ სიამაყემ ჩემზეც დადებითად იმოქმედა. წლების შემდეგ, როცა არჩევანი სხვადასხვა კლუბებს შორის გოლდენ-სტეიტ უორიორსზე შევაჩერე, ამის ერთ-ერთი მთავარი ინსპორაცია სწორედ ის წარმატება იყო, რომელსაც კახამ მიაღწია. მეც მქონდა ნატვრა, რომ გამეხარებინა ჩემი ქვეყანა და ხალხი ისეთივე ამაყი ყოფილიყო, როგორიც მე ვიყავი ათენში, ფინალის შემდეგ. ეს სპორტის და წარმატების ძალაა.

მიხარია, რომ წლების შემდეგ, იტალიაში, საკუთარი თვალით ვნახე, რა გავლენა ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლის ჩემპიონობაზე, როგორ იქცა ის ათასობით მოზარდისთვის მთავარი ინსპირაციის წყაროდ და როგორ შემოატრიალა გულშემატკივარი ფეხბურთისკენ. ვფიქრობ, რაც ხვიჩამ გააკეთა ეს წარუშლელ კვალს დატოვებს მოზარდებზე, სპორტის და ფეხბურთის გულშემატკივარზე.

  ნაძალადევის რაიონში უსახელო ქუჩას აფხაზეთის ომში დაღუპული შავნაბადას ბატალიონის მებრძოლის მიხეილ ქორიძის სახელი მიანიჭა

სპორტი ახერხებს ჩვენს გაერთიანებას და მიღწეული წარმატებები ერთ მუშტად გვკრავს. მადლობა ყველა ქართველ სპორტსმენს, ვინც საკუთარი კარიერით, გადაწყვეტილებებით და მიღწევებით ასახელებს ჩვენს სამშობლოს და მილიონობით ადამიანს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს.

კიდევ ერთხელ, მადლობა დაფასებისთვის და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენისთვის! წარმატებები ჩვენს ქვეყანას!“,- წერს ფაჩულია.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.