დღეს მარიამობის მარხვა დაიწყო

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

დღეს მართლმადიდებლებისთვის მარიამობის მარხვა დაიწყო, რომელიც 28 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე დასრულდება.

დღეისთვის, მართლმადიდებელ ეკლესიაში დაწესებული მარხვა 1166 წელს კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებაზე „ძველ განწესებათა თანახმად“ დაკანონდა. კრების თავმჯდომარე პატრიარქი ლუკა ყოფილა. ამ კრების შესახებ კანონისტი ბალსამონი წერს: „იმ დროისთვის ორჭოფობდნენ, თუ რამდენი დღე უნდა გაგრძელებულიყო მიძინებისა და შობის მარხვები, რაზეც წმიდა პატრიარქმა დაამოწმა: „მართალია, წერილობით არსადაა დაფიქსირებული ამ მარხვების ხანგრძლივობა, მაგრამ გადმოცემის საფუძველზე ერთი – პირველ (14) აგვისტოს, მეორე კი თხუთმეტ (28) ნოემბერს უნდა დაიწყოს“.

ეკლესიის ისტორიაში ამ მარხვის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია; უცნობია ისიც, როდის დაწესდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული.

მარიამობის მარხვა მარხულთათვის თევზით ხსნილდება 19 აგვისტოს, ფერიცვალების დღესასწაულზე.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). დღეს მარიამობის მარხვა დაიწყო. 14 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/დღეს-მარიამობის-მარხვა-დ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi