გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

„მხარდამჭერთა უპრეცედენტო რაოდენობა! საქართველოს რეზოლუციას 2025 წლის სესიაზე 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი!

დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ სახელმწიფოს, ვინც გახდა ჩვენი ინიციატივის თანაავტორი და მხარი დაუჭირა რეზოლუციას.

განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ელჩს გაეროში დავით ბაქრაძეს, ჩემს მოადგილეს – ლაშა დარსალიას და ყველა დიპლომატს, ვინც დაუღალავად იშრომა ამ დიდი მხარდაჭერის მოსაპოვებლად!“ – აღნიშნა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო. 4 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/გაერო-ს-გენერალურმა-ასამ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi