კვირა, მაისი 3, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემადავით ბაქრაძე: განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ გაეროს რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით გაეროს წინაშე წარდგა...

დავით ბაქრაძე: განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ გაეროს რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით გაეროს წინაშე წარდგა ჩვენი პარტნიორების, მათ შორის აშშ-ის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერით და თანაავტორობით

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს რეზოლუცია გაეროს წინაშე წარდგა ჩვენი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერით და თანაავტორობით მათ შორის აშშ-ის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, – განაცხადა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა დავით ბაქრაძემ „ქრონიკასთან“ გაეროს რეზოლუციასთან დაკავშირებით.

„ისტორიული დღე იყო საქართველოსთვის, სადაც დაფიქსირდა კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელი საქართველოს მიერ წარდგენილი რეზოლუციის მხარდასაჭერად. ეს არის რეზოლუცია, რომელიც ერთის მხრივ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო მეორეს მხრივ უჭერს იძულებით ადგილნაცვალ პირთა და ლტოლვილთა სახლებში ღირსეული დაბრუნების უფლებას. წელს რეზოლუციას 64 თანასპონსორი ჰყავდა და მხარი დაუჭირა რეკორდული რაოდენობის, 107-მა სახელმწიფომ. ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ ოთხით გაიზარდა მხარდამჭერთა რაოდენობა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს რეზოლუცია გაეროს წინაშე წარდგა ჩვენი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერით და თანაავტორობით მათ შორის აშშ-ის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ ეს [მხარდამჭერთა] ზრდა მოხდა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი რეგიონებიდან, როგორიცაა ლათინური ამერიკა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, აფრიკა. ეს არის საქართველოს ხელისუფლების კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და ინტეგრაციის საკითხებში თანამიმდევრული პოლიტიკის შედეგი და ამას ხედავს და აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობა. განსაკუთრებული როლი ამ პროცესში უჭირავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, პირადად მინისტრს, მის ხელმძღვანელობას, რომელთა პირადი ჩართულობით მოხდა ამ შედეგის მიღწევა“, – აღნიშნა ბაქრაძემ.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო.

  მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.