ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებამარცვლოვანი კულტურების განოყიერება – რა არის მნიშვნელოვანი

მარცვლოვანი კულტურების განოყიერება – რა არის მნიშვნელოვანი

მარცვლოვანი კულტურების განოყიერება

მოსავლიანობის ასამაღლებლად მეტად მნი­შ­ვნელოვანია სასუქების გამოყენება. მრავალი ცდისა თუ სამეცნიერო დაკვირვების შედეგად დადგენილია, რომ 1 ჰა ნიადაგზე 18-20 ტ ნაკელისა და მინერალური სასუქის სრული დოზით შეტანა მარცვლეულის მოსავალს 5-8 ც-დან 10-15 ც-მდე ზრდის.

საშემოდგომო ხორბლის განოყიერება
ნათესებში გამოიყენება როგორც ორგანული: ნაკელი, ტორფი, კომპოსტი და სიდერატები, ანუ მწვანე სასუქები, ისე მინერალური: აზოტიანი, ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქები. გარდა ამისა, მჟავე რეაქციის ნიადაგებზე შე­აქვთ კირი, ხოლო მლაშეზე – თაბაშირი.
საშემოდგომო ხორბლისთვის განკუთვნილი ნაკვეთის ერთ ჰა-ზე ძირითადი ხვნის დროს შეაქვთ 165-265 კგ ამონიუმის სულფატი, 220-340კგ სუპერფოსფატი და 60-100 კგ ქლორკალიუმი, ხოლო კულტივაციის დროს – 165-265 კგ ამონიუმის სულფატი და 70-110 კგ სუპერფოსფატი.
ხორბლის სათესი მანქანით თესვის დროს უპ­რიანია, თესლთან ერთად მწკრივში მარ­ც­ვლი­სებური სუპერფოსფატის შეტანაც 1 ჰა-ზე 0,5-0,8ც ოდენობით. სასუქისა და ხორბლის მარ­­ცვლები ერთნაირი ზომისა და სიმკვრივის უნდა იყოს, რათა თესვის დროს არ დაიშალოს და გამოთესვა არ შეაფერხოს.
საშემოდგომო ხორბლის მიმართ ეფექტია­ნია ძირითადი ხვნის დროს ნაკელის ღრმად ჩახვნა. მწირ და ჰუმუსით ღარიბ ნიადაგებში 1 ჰა-ზე შეაქვთ 30-40 ტ ნაკელი, შედარებით ნოყიერ ნიადაგში კი – 20-30 ტ. ნაკელი მოფან­ტვისთანავე უნდა ჩაიხნას, რათა საკვები ნივთიერებები არ დაიკარგოს.
საშემოდგომო ხორბლის მოსავლიანობის გა­­საზრდელად საჭიროა ნათესების გამოკვება აზო­ტიანი და ფოსფორიანი სასუქებით, რაც, უმჯობესია, ჩატარდეს ადრე გაზაფხულზე, ნიადაგის გალღობამდე. 1 ჰა-ზე გამოკვების სავარაუდო ნორმაა 80-135 კგ ამონიუმის სულფატი და 110-155 კგ სუპერფოსფატი, ანდა 4-5 ტ გადამწვარი ნაკელი, 20-30 ც ფრინველის სკინტლი ან 5-6 ტ წუნწუხი. გამოკვების წინ 1 წილი წუნწუხი უნდა გაზავდეს 10 წილ წყალში და ნიადაგში სპეციალური მანქანით იქნეს შეტანილი. ამავე პროპორციით (1:10) წყალში ზავდება ფრინვე­ლის სკინტლიც; გამხმარი და დაფშვნილი სა­ხით 3 წილ მიწასთან (1:3) ერთად სათესით ან ხელით ნიადაგს უნდა შეერიოს.
შესანიშნავ შედეგს იძლევა 1 ჰა-ზე 3-5 ც ნაცრის შეტანა, ოღონდ დაუშვებელია მისი შერევა ამონიუმის სულფატთან ან გვარჯილასთან. სასუქების შეტანის დამთავრებისთანავე ჯეჯილი უნდა დაიფარცხოს.

  როგორი ამინდია მოსალოდნელი მომდევნო დღეებში საქართველოში🌧️

საგაზაფხულო ხორბლის განოყიერება
საგაზაფხულო ხორბლისთვის საჭირო ადვილად ხსნადი მინერალური სასუქები შეაქვთ მზრალის (შემოდგომით მოხნული, გაზაფხულზე დასათესად გამზადებული მიწა) კულტივაციის დროს ან თესვისწინა ფარცხვისას. მზრალის კულტივაციის დროს შესატანი სასუქის სავარაუდო ნორმებია: 1 ჰა-ზე 150-200 კგ სუპერფოსფატი და 40-60 კგ ქლორიანი კალიუმი, ხოლო თესვისწინა დამუშავებისას 1 ჰა-ზე 150-250 კგ ამონიუმის სულფატი და 70-110 კგ სუპერფოსფატი. მზრალად ხვნის დროს შესაძლებელია ნაკელის შეტანაც, რომელიც გუთნით ღრმად უნდა ჩაიხნას. მწირ, ჰუმუსით ღარიბ ნიადაგებს ანოყიერებენ 30-40 ტ ნაკელით, ხოლო შედარებით ნაყოფიერს – 20-30 ტ. საგაზაფხულო ხორბლის თესვისას 1 ჰა-ზე 10კგ თესლთან ერთად შეაქვთ გრანულარული სუპერფოსფატიც.

სიმინდის განოყიერება
ცნობილია სიმინდის განოყიერების სა­მი ხერხი: ძირითადი განოყიერება, თესვისას მწკრივ­ში განოყიერება და გამოკვება.
ძირითადი განოყიერების დროს იყენებენ ფოსფორ-კალიუმიან სასუქებსა და ნაკელს. სა­­სუ­ქები მთელ ფართობზე თანაბრად მოიბნე­ვა ხე­ლით ან მანქანით. სასუქის შეტანა გაცი­ლე­ბით ეფექტურია მოხვნის წინ, თესვისწინა კულ­ტივაციამდე ან დაფარცხვის წინ.
სიმინდის კვადრატულ-ბუდობრი­ვი თე­ს­ვი­­სას 1 ჰა-ზე შეაქვთ სასუქი შემდეგი რა­ოდე­ნობით: 20-30 კგ სუპერფოსფატი, 15-20 კგ ამო­ნიუმის გვარჯილა და 10-15 კგ ქლო­რიანი კალიუმი, რაც თითოეულ ბუდნაში ნა­რევის 2-3 გ-ს შეადგენს.
სიმინდის გამოკვება ტარდება ერთხელ ან ორჯერ აზოტიანი, ფოსფორიანი და ორგანული სასუქებით, რომლებიც შეაქვთ რიგებს შორის ხელით ან მანქანით. ნიადაგური და კლიმატური პირობების გათვალისწინებით 1 ჰა-ზე გამოიყე­ნება 30-40 ტ ნაკელი. ნაკელის ნაკლებობის შემთხვევაში 1 ჰა-ზე შეაქვთ 8-10 ტ, ხოლო თითოეულ ბუდნაში თესვისას – 200-250 გ ნაკელი.
სუსტ მჟავე და ნეიტრალურ ნიადაგებზე სიმინდი უკეთესად იზრდება და კარგ მოსავალს იძლევა. მჟავე რეაქციის ნიადაგებზე შეაქვთ 3-4 ტ დაფქული კირქვა, რომელსაც ნიადაგის ზედაპირზე მოაბნევენ და ღრმად ჩახნავენ. ამგვარად შეტანილი კირი 10-20 წლის მანძილზე მოქმედებს.
მწკრივში თესვისას 1 ჰა-ზე შეაქვთ: 50-75კგ ამონიუმის სულფატი, 50-75 კგ სუპერფოსფატი და 20-30 კგ ქლორიანი კალიუმი. თესვის დროს უპრიანია გრანულარული სუპერფოსფატის გა­მოყენება.
სიმინდის გამოსაკვებად სასუქის შეტა­ნის­თა­ნავე ტარდება რიგთაშორისების კულტივაცია – გათოხნა და რწყვა. სიმინდის გამოსაკვებად საუკეთესოა ფრინველისა და პირუტყვის ნაკელი. 1 ჰა-ზე შეაქვთ 2-3 ც სკინტლი და 4-5 ტ ნაკელი. ნაკელისგან ამზადებენ წუნწუხსაც – აზავებენ წყალში პროპორციით 1:10 და რამდენიმე დღით ტოვებენ დასადუღებლად. სიმინდის თითო­ეულ ძირზე შეაქვთ 0,5-1 ლ წუნწუხი და კვლებს მიწას აყრიან.

  „ქუჩების მორეცხვის სამუშაოები ყოველდღიურად გრძელდება“-თბილისის მერია

თქვენს მამულში დე­­კორატიული კუ­­­თხეც გექნებათ და, თუ არ გაქვთ, ახლავე მო­აწყვეთ – ბა­ლა­ხოვანი ყვა­­ვილებიდან გირჩევთ უმშვენი­ერეს ხმალას, რომ­ლის მრავალი ჯიში არსებობს და, სურვილისამებრ, შეგიძლიათ შეარჩიოთ

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.