საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
სამხედრო მოსამსახურეებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა გადასცა. მან ჯარისკაცებს დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და სამშობლოს სამსახურში წარმატებები უსურვა.
თავდაცვის ძალებში ტრადიციად დამკვიდრდდა კვარტალში ერთხელ საუკეთესო სამხედროების გამოვლენა; ამჯერად, თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფიდან შეირჩნენ – კაპიტანი თორნიკე სამაკაშვილი, უმცროსი სერჟანტი გიორგი ჭინჭარაული, კაპიტანი ვალიკო ლობჟანიძე, უფროსი სერჟანტი გიორგი ალავერდაშვილი და უფროსი ლეიტენანტი ნიკოლოზ კიკაძე. კითხვის გაგრძელება…