მსახიობმა ზურა ყიფშიძემ საავტორო გადაცემაში “ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ”, ყველასთვის საყვარელი მსახიობი, ლიკა ქავჟარაძე გაიხსენა:
“ზოგჯერ მოენატრებოდი და დაგირეკავდა, გეტყოდა: “როგორა ხარ?”
შენ ეტყოდი: “ლიკა, გინდოდა რამე?”
ის კი გიპასუხებდა: “არა, არაფერი, უბრალოდ, ისე მოგიკითხე, ხომ კარგადა ხარ?”
ახლა, როცა აღარ არის, ვფიქრობ, რატომ ვკიდებდი ასე უცბად ყურმილს და რატომ არ ვუსმენდი?”
ლიკა ქავჟარაძესა და ზურა ყიფშიძეს კარიერის მანძილზე ერთად მუშაობაც მოუწიათ. ეს იყო ფილმი “როცა აყვავდა ნუში”:
” როცა აყვავდა ნუშის” გადაღებისას გავიცანი, მე 17 წლის ვიყავი, ლიკა-13- ის. პატარა სცენა ჰქონდა – ნუშის რტოთი გაიარა ერთხელ. შევყურებდით მთელი ეს ჩვენი “ბანდა” – რა ბავშვი მოდის, რა ბავშვი იზრდებაო. შეყვარებულები ვიყავით ყველა რაღაც სხვანაირად. ის არ იყო სექსუალური ქალი. ლიკა იყო ღვთაება, თან – ნიჭიერი. მისი აღუწერელი ხიბლი შიგნიდან მოდიოდა. უკვე დიდი ხანია, რაც ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. წელიწადში ერთხელ სჭირდებოდა რეაბილიტაცია. ერთი პერიოდი ხშირად ვხვდებოდით, მერე მიჭირდა მასთან სადავო თემებზე მსჯელობა. არიან ერთეულები, რომელთაც ძალიან სათუთი ფსიქიკა აქვთ. კალმით ნახატი ლიკა, მარტო ლამაზი არ იყო, იმხელა სევდა იდო მასში.. მაგრამ თავს არავის ახვევდა თავის სევდას”, – იხსენებდა ზურა ყიფშიძე.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). ახლა, როცა აღარ არის, ვფიქრობ, რატომ ვკიდებდი ასე უცბად ყურმილს და რატომ არ ვუსმენდი? – ზურა ყიფშიძე ლიკა ქავჟარაძეზე. 17 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ახლა-როცა-აღარ-არის-ვფიქრ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · მშენებლობა / ხელოსნობა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T02:52:20+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
