რატომ გვესიზმრება ტაძარი და რას ნიშნავს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title
საკურთხევლის დასიზმრება
სიზმარში საკურთხეველთან მღვდლის ნახვა – ნიშნავს საქმიანობაში, საოჯახო საკითხებში კამათს და საქმეების ცუდად წარმართვას. ჯვრისწერის ნახვა – თქვენს მეგობრებს სამწუხარო ამბები შეემთხვევათ. ზოგადად, საკურთხეველი გესიზმრებათ იმიტომ, რომ დაგიცვათ რეალურ ცხოვრებაში მცდარი ნაბიჯებისგან. მსგავსი სიზმარი ასევე მონანიების საჭიროების მიმანიშნებელიცაა.
ტაძრის დასიზმრება
ტაძრები და სულიერი მოძღვრები ადამიანებს ხშირად ესიზმრებათ. ეს იმით აიხსნება, რომ ბევრი სიუჟეტი მოიცავს განწმენდის ელემენტებს, სულიერი ცხოვრებისთვის მზაობას, მორალურ ფასეულობებს ან უფლის წინაშე დადებული პირობის შესრულების აუცილებლობას. ასეთი სიზმრები მაშინ მოდის, როცა შინაგანი სამყარო სუსტი გაქვთ და ცდილობთ მის გამყარებას. მსგავს სიზმრებში სასულიერო პირებად უცხო ადამიანები ჩნდებიან, რომლებიც მიგანიშნებენ რა უნდა გააკეთოთ სულიერი სამყაროს მოსაწესრიგებლად და ცხოვრების რომელ ნაწილებს უნდა მიაქციოთ ყურადღება. ასაკობრივად, როგორც წესი, ისინი უფროსები არიან, თან იმავე სქესის წარმომადგენლები, ვინც სიზმარს ხედავს. თუ ტაძარში სასულიერო პირები ან მოძღვარი არ არის, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ თქვენი შინაგანი სამყარო ეწინააღმდეგება რეალურ ცხოვრებაში გაკეთებულ მორალურ არჩევანს და მიგანიშნებთ, რომ მეტი დაფიქრება გჭირდებათ.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). რატომ გვესიზმრება ტაძარი და რას ნიშნავს. 27 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/რატომ-გვესიზმრება-ტაძარი/

  ყველაზე ჭკვიანი ქალების საუკეთესო სამეული
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi