თურქი მსახიობი, ჰალიტ ერგენჩი, “დიდებული საუკუნის” ვარსკვლავი, რომელიც სულთან სულეიმანის როლს თამაშობდა, გეზის პარკის საპროტესტო აქციების საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემაში დამნაშავედ ცნეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
სასამართლომ დაადგინა, რომ ერგენჩმა დაამახინჯა ინფორმაცია საქმის ბრალდებულებთან მისი კავშირების შესახებ, რომლებიც მართლმსაჯულებას ემალებიან.
მსახიობმა დანაშაული არ აღიარა. მას 1 წლით, 10 თვით და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა ამ შემთხვევამდე ნასამართლობის არარსებობის გამო, სასჯელი შეუჩერდა.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). ცნობილ თურქ მსახიობს პატიმრობა შეუფარდეს. 27 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ცნობილ-თურქ-მსახიობს-პატ/
