მეგაშოუს „ვინ ვინ არის“ მე-4 სეზონის პირველი ეპიზოდი შედგა.
მაყურებლის წინაშე სულ 6 თოჯინა წარდგა. გულშემატკივრის რჩეული ვერძი გახდა. იგი შემდეგ ეპიზოდში გადავიდა. ასევე, მაყურებლის რჩეულები გახდნენ – მუხლუხო და ღრუბელი. ისინიც ასევე გადავიდნენ შემდეგ ტურში.
დარბაზის ფავორიტი იყო თუთიყუში. დარჩენილ ორ თოჯინას – პანტერასა და ყურძენს შორის გამარჯვებული ჟიურიმ გადაწყვიტა. ჟიურიმ მეგაშოუში პანტერა დატოვა.
აღმოჩნდა, რომ ყურძნის კოსტიუმი ლეგენდარულ ფეხბურთელს ოთარ გაბელიას ჰქონდა მორგებული.