„ბოლო ზარი“ წელს 37 573 მეთორმეტეკლასელისთვის დაირეკება.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოქმედი კანონის შესაბამისად ქვეყნის ყველა სკოლაში დღეს „ბოლო ზარი“ დღეს დაირეკება. საქართველოს მასშტაბით წელს სკოლას 38 650 მოსწავლე დაამთავრებს. სკოლებში ეს დღე საზეიმოდ აღინიშნება.
ამასთან, უკვე ცნობილია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის სულ 39 000-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.
„ძვირფასო ახალგაზრდებო, გულითადად გილოცავთ სკოლის დასრულებას – თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპის წარმატებით გადალახვას!
ყველა თქვენგანის გული და გონება სავსეა სკოლის წლებთან დაკავშირებული განუმეორებელი მოგონებებით და უამრავი გეგმითა და ოცნებით, რომლებსაც აუცილებლად განახორციელებთ.
განსაკუთრებული მადლობა თითოეულ თქვენს მასწავლებელს და მშობელს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის – და მადლობა თქვენ, რომ ეს გზა შრომით და პასუხისმგებლობით გაიარეთ.
წინ გელით ახალი, კიდევ უფრო საინტერესო ეტაპი – სტუდენტობის წლები, პროფესიული არჩევანი, ახალი მეგობრები, იდეები და განვითარების ახალი შესაძლებლობები. გისურვებთ, რომ ამ გზაზე დიდი და წარმატებული ნაბიჯებით იაროთ.
შრომა და მიზანდასახულობა ყოველთვის იძლევა შედეგს. ღრმად ვარ დარწმუნებული, სკოლაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება თავდაჯერებულობას და გამბედაობას შეგმატებთ წარმატებისკენ.
გისურვებთ ნათელ მომავალს და თქვენი მიზნების მიღწევას!“- აღნიშნულია მინისტრის განცხადებაში, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). 37 573 მეთორმეტეკლასელისთვის დღეს „ბოლო ზარი“ დაირეკება – “გისურვებთ ნათელ მომავალს და თქვენი მიზნების მიღწევას!“. 20 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/37-573-მეთორმეტეკლასელისთვის/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T03:31:35+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
