ორშაბათი, მაისი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისისურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში თევზის სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმა — იყო თუ არა...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში თევზის სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმა — იყო თუ არა კრიტიკული დარღვევები?

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა თევზის სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ობიექტებზე ჩატარდა ინსპექტირება, რომელიც მოიცავდა საწარმოო პროცესის და სურსათის უვნებლობის ისეთი მოთხოვნების შესაბამისობის შემოწმებას, როგორებიცაა: სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, ტემპერატურული რეჟიმი, სურსათის ეტიკეტირება და მომხმარებლის ინფორმირება. არც ერთ ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობები არ გამოვლენილა.

სურსათის ეროვნული სააგენტო თევზს, როგორც მაღალი რისკის სურსათს, ინტენსიურად ამოწმებს.სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს თევზი ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული მისი შენახვისა და რეალიზაციის პირობები.

მიმდინარე წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით თევზის სარეალიზაციო ობიექტებში 81 სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა (77 ინსპექტირება, 3 დოკუმენტური, 1 ზედამხედველობა). შემოწმების შედეგად, კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა.

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდს.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

author avatar
Ani Davidiani
  ზოდიაქოს ამ ნიშნებს ფინანსური წინსვლა ელოდება
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი