სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში თევზის სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმა — იყო თუ არა კრიტიკული დარღვევები?

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა თევზის სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ობიექტებზე ჩატარდა ინსპექტირება, რომელიც მოიცავდა საწარმოო პროცესის და სურსათის უვნებლობის ისეთი მოთხოვნების შესაბამისობის შემოწმებას, როგორებიცაა: სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, ტემპერატურული რეჟიმი, სურსათის ეტიკეტირება და მომხმარებლის ინფორმირება. არც ერთ ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობები არ გამოვლენილა.

სურსათის ეროვნული სააგენტო თევზს, როგორც მაღალი რისკის სურსათს, ინტენსიურად ამოწმებს.სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს თევზი ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული მისი შენახვისა და რეალიზაციის პირობები.

მიმდინარე წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით თევზის სარეალიზაციო ობიექტებში 81 სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა (77 ინსპექტირება, 3 დოკუმენტური, 1 ზედამხედველობა). შემოწმების შედეგად, კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა.

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდს.

- Advertisement -
Ad imageAd image

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში თევზის სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმა — იყო თუ არა კრიტიკული დარღვევები?. 17 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/სურსათის-ეროვნულმა-სააგ-2/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi