ახალი კვლევა, სერიოზული საფრთხე – რა უნდა ვიცოდეთ ქათმის მოხმარების შესახებ, რა უნდა გავითვალისწინოთ

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

რა უნდა ვიცოდეთ ქათმის მოხმარების შესახებ: ახალი კვლევა გვაფრთხილებს სერიოზულ საფრთხეებზე

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
სპეციალურად www.sheniekimi.ge-სთვის
ახალი მეცნიერული კვლევა აჩვენებს: ქათმის დიდი რაოდენობით მოხმარება ზრდის საერთო სიკვდილიანობისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის კიბოთი გარდაცვალების რისკს, განსაკუთრებით მამაკაცებში.
რას ამბობს კვლევა?
იტალიაში ჩატარებულმა ორ დიდმა კოჰორტულმა კვლევამ (4869 მონაწილე, 51,6% მამაკაცი) დააფიქსირა, რომ ადამიანები, რომლებიც კვირაში 300 გრამზე მეტ ქათამს მიირთმევენ, გაცილებით უფრო მაღალი რისკის ჯგუფში არიან. მათი სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებელი იყო საშუალოზე 23%-ით მაღალი, ხოლო საჭმლის მომნელებელი სისტემის კიბოთი გარდაცვალების რისკი – 2,1-ჯერ მეტი, ვიდრე იმ ჯგუფში, ვინც კვირაში 100 გრამზე ნაკლებ ქათამს მოიხმარს.
საგანგაშოა, რომ ქათმის მოხმარება გლობალურადაც მატულობს. ევროპის სტატისტიკის მონაცემებით, ბოლო 20 წელიწადში ქათმის საშუალო მოხმარება 70%-ით გაიზარდა. საქართველოში ბოლო ათწლეულში მოხმარება გაორმაგებულია, განსაკუთრებით ახალგაზრდებსა და ბავშვებში, რადგან მას მიიჩნევენ “ჯანსაღ” ცილოვან ალტერნატივად.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ახალი კვლევა, სერიოზული საფრთხე – რა უნდა ვიცოდეთ ქათმის მოხმარების შესახებ, რა უნდა გავითვალისწინოთ. 16 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ახალი-კვლევა-სერიოზული-ს/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi