კვირა, აპრილი 19, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიჭეო – ფუტკრის ნატურალური პროდუქტი

ჭეო – ფუტკრის ნატურალური პროდუქტი

გინდა შეინარჩუნო ბუნებრივი სილამაზე? არ მოიმატო წონაში? თუ ჭარბი წონა გაქვს მალევე მოიცილო ზედმეტი ცხიმები? იყო ჯანმრთელი? იცოცხლო დიდხანს? იყო ფიზიკურად აქტიური? დილას რომ გაიღვიძებ არ დაგჭირდეს ” აზრზე მოსასვლელად” ყავა და მისი მსგავსი ნივთიერებები, მაშინ გულდასმით წაიკითხე ეს ტექსტი, მიიღე უფლისა და ფუტკრის საჩუქარი – ჭეო და იცხოვრე ლაღად.

ჭეო არის ფუტკრის მიერ სკაში შემოტანილი და ფიჭის უჯრებში ჩატკეპნილი ყვავილის მტვერი, რომელსაც ფუტკარი ამდიდრებს მის მიერ გამომუშავებული სადედე ფუტკრის რძით, ფერმეტებით, ბიოსინთეზით, აკონსერვებს თაფლით და გადაბეჭდავს ცვილით. დუღილის პროცესის შედეგად მიიღება შემდეგი მინერალური ელემენტებით: კალიუმი (40%), მაგნიუმი (25%), რკინა (17%), კალციუმი (17%), და A, C, P, E ვიტამინებით გაჯერებული პროდუქტი. ჭეო წარმოადგენს რთულ ნივთიერებას, რომლის შემადგენლობაშია ცილები, ნახშირწყლები, ლიპიდები, ნუკლეინმჟავები, ვიტამინები, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები.100 გრამი ჭეოს დაახლოვებითი შემადგენლობა: წყალი: 21,3 – 30,0 გრ. მშრალი ნივთიერება: 70,0 – 81,7 გრ. ცილა (პროტეინი) – 7,0 – 36,7 გრ. ნახშირწყლები: 20,0 – 38,8 გრ; მათ რიცხვში: ლიპიდები: 1,38 – 20,0. ჭეოს ცილას, შეუცვლელი ამინომჟავების შემცველობით, მეტი ღირებულება აქვს, ვიდრე რძის ცილას. 100 გრ ცილა ამინომჟავების

შემადგენლობით უტოლდება 500 გრ ძროხის ხორცს ან 7 ქათმის კვერცხს.

ჭეო

ჭეო განსაკუთრებით სასარგებლოა ადამიანის ძლიერი გონებრივი და ფიზიკური დატვირთვის დროს, ამიტომ ურჩევენ მის მიღებას, მეცნიერებს, ხელოვნების მოღვაწეებს, პროფესორ მასწავლებლებს, ბიზნესმენებს, სპორტის ოსტატებს და დამწყებ თუ მომქმედ სპორტსმენებს. ჭეო აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას და აქვს ბუნებრივი გზით წონაში კლების საოცარი ეფექტი.

ლიპიდების სახით ჭეო შეიცავს ფოსფოლიპიდებს, ფიგოსტერინებს და სხვ. ლინოლინის და არაქნოიდის მჟავებს გააჩნია F- ვიტამინური აქტივობა, ადამიანის ორგანიზმში არეგულირებენ ჰორმონალურ პროცესებს, ამცირებენ სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას და ხელს უწყობენ მის გამოდევნას ორგანიზმიდან. ფოსფოლიპიდები არეგულირებენ ნივთიერებათა ცვლას. ფიტოსტერინები ეწინააღმდეგებიან ათეროსკლეროზს. ნახშირწყლების უდიდეს ნაწილს გლუკოზა და ფრუქტოზა იკავებენ. მცირე ადგილს იკავებენ დისაქარიდები – მალტოზა და საქაროზა და პოლისაქარიდები – სახამებელი, პექტინური ნივთიერებები.

  როგორ შევინარჩუნოთ დაკლებული წონა?

ვიტამინები (მგ) 100 გრამ ჭეოში : კაროტინი ( A ) – 0,66-212; ტიამინი (B1) — 0,55—1,50; რიბოფლავინი (В2) — 0,50—2,20; ნიკოტინმჟავა (B5 , PP) — 1,30—2,1; პანტოტენის მჟავა (В3) — 0,32—5,00; პირიდოქსინი (В6) — 0,30—0,90; ბიოტინი (Н) — 0,06—0,60; ფოლიის მჟავა (В9) — 0,30-0,68; ინოზიტი (B8) – 188-228; ასკორბინმჟავა (C) – 0,5-0,8 ჭეოს ფლავონიდებს და ფენოლმჟავებს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენი, სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება, ხელს უწყობენ კაპილარების კედლის გამაგრებას.

ჭეოს მდიდარი შემადგენლობიდან გამომდინარე მას გააჩნია მრავალი ფარმაკოლოგიური თვისება:

ანტირადიაციული,ანტივირუსული, დაზიანებული ნერვული და ენდოკრინული სისტემის აღმდგენი და მომწესრიგებელი, იმუნური სისტემის გამაძლიერებელი, ანტიდეპრესიული,ანტისტრესული, ანტიტოქსიკური და სხვა.

ჭეო წარმატებით გამოიყენება მედიცინაში სხვა და სხვა დაავადებათა დროს: ანემიის, ნევროზის,ჰიპერტონიის,ათეროსკლეროზის, ინსულტის, ასთმის ჰეპატიტის, ცეროზის, ადენომის, იმპოტენციის, ჩიყვის, ფსორიოზის, ეგზემის, ჰერპესის, კუჭ-ნაწლავთა ინფექციების, გულ-სისხლძარღვთა და სხვა. ჭეო მეფუტკრეობის პროდუქტებიდან ერთ-ერთი არაალერგიული პროდუქტია, რადგან ფუტკრის ნერწყვში შემავალი ფერმენტები შლიან ჭეოში არსებულ ალერგინებს. ჭეო გამოიყენება როგორც პროფილაქტიკური ისე სამკურნალო მიზნით.

ჭეოს გამოყენება ჯანმრთელობის აღსადგენად:

1. ინსულტის შემდგომი პერიოდისათვის;

2. ინფექციური დაავადებებისას;

3. საკვების ალერგიის, კანის სხვადასხვა დაავადებებისას;

4. ფსორიოზის, ეგზემის, ჰერპესის, ნეიროდერმიტის მკურნალობისათვის;

5. კუჭ-ნაწლავის დაავადებებისას (გასტრიტი, კოლიტი, წყლულები);

6. სასქესო ორგანოების დაავადება (პოტენციის დაცემა, მამაკაცის უნაყოფობა, პროსტატის ადენომა);

7. ფეხმძიმე ქალებისა და ნაყოფის განვითარებისთვის;

8. დისბაქტერიოზის მკურნალობა.

სამკურნალო დოზა ექიმთან (აპითერაპევტი) შეთანხმებით.

 

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.