პროდუქტი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში დემენციისა და მეხსიერების დაქვეითების რისკს ამცირებს – რას წერს გიორგი ფხაკაძე

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

პროფესორი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, თუ რა გავლენას ახდენს ნიგოზის ხშირი მიღება ადამიანის ორგანიზმზე:

უახლესი კვლევის შედეგები:თუ ყოველ დილას საუზმეზე (მაგალითად, მუსლთან და იოგურტთან ერთად) 50 გრამ ნიგოზს მიირთმევთ, თქვენი რეაქციის დრო გაუმჯობესდება მთელი დღის განმავლობაში, ხოლო მეხსიერების მუშაობა დღის ბოლოს გაცილებით უკეთესი იქნება.

რას ამბობს მეცნიერება?

ნიგოზში შემავალი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, ცილები და ფლავონოიდები დადებითად მოქმედებს ტვინის ფუნქციაზე.

- Advertisement -
Ad imageAd image

ტვინის აქტივობის ჩანაწერებმა აჩვენა, რომ ნიგოზის რეგულარული მოხმარება გააუმჯობესებს მენტალური დავალებების შესრულების ეფექტურობას.

კვლევაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა, ჯანმრთელი ადამიანები, რომლებიც ორ ჯგუფად იყვნენ დაყოფილი – ერთ ჯგუფს ნიგოზით მდიდარი საუზმე ჰქონდა, მეორეს კი იგივე კალორიულობის, მაგრამ ნიგოზის გარეშე.

„ნიგოზი ნამდვილად უნიკალური პროდუქტია! ის არა მხოლოდ ტვინის ფუნქციას აუმჯობესებს, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში დემენციისა და მეხსიერების დაქვეითების რისკსაც ამცირებს. ეს კვლევა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჯანსაღი კვება პირდაპირ კავშირშია გონებრივი შესაძლებლობების ოპტიმიზაციასთან”, – წერს გიორგი ფხაკაძე.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). პროდუქტი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში დემენციისა და მეხსიერების დაქვეითების რისკს ამცირებს – რას წერს გიორგი ფხაკაძე. 30 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/პროდუქტი-რომელიც-გრძელვ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Duty free gaqidvebis asistenti

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: CV.ge
Маркетолог (Руководитель)

ბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-25T20:42:01+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi