პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაჭინჭარი… სასუქად

ჭინჭარი… სასუქად

ჭინჭარი… სასუქად

გადაჭერით ჭინჭრის მიწისზედა ნა­წი­ლი, კა­რ­გად დაკეპეთ, ჩაყარეთ ხის კასრში (მე­ტა­ლი­სა არ გამოდგება), დაასხით წყალი და გა­და­აფარეთ ისეთი ქსოვილი, ჰაერი რომ გაატაროს. დროგამოშვებით მოურიეთ. დადუღდება და ქაფს მოიგდებს. არასასიამოვნო სუნის გა­საქრობად ჩაუმატეთ ცოტაოდენი ვალერიანის ძირები ან მისი ნაყენის რამდენიმე წვეთი და აცალეთ დადუღება.
ასე მიღებული წუნწუხი (თხიერი სასუქი) სა­უკეთესოა კომბოსტოს, კიტრის, პამიდვრისა და ნი­ახურის გამოსაკვებად. დამატებით მი­წო­დე­ბუ­­ლი მწვანე საკვები უკვე რამდენიმე დღე­ში გამოაჯანმრთელებს და ფერს შეუცვლის თქვენს ნერგებს (წუნწუხი გააზავეთ წყალ­ში, შეფარდე­ბით 1:10).

რაც შეეხება მინერალურ სასუქებს, შეგიძლიათ შეიძინოთ მემამულეთა კავშირის მაღაზიაში, იქვე იყიდება სასწაულთმოქმედი ბიოენერგო­აქ­ტივატორი და მემამულის დამხმარე ნივთი­ერე­ბა „ბიორაგი“.
თუ მინერალური სასუქების შეძენის საშუ­ა­ლება არ გაქვთ, გამოიყენეთ ხის ნაცარი, რომელიც საკმაოდ დაგიგროვდებათ დაავადებული ხე-ბუჩქნარის ნასხლავისა, აგრეთ­ვე ლერწის დაწვის შემდეგ.

კომპოსტის დამზადება

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

  ნახეთ, მისამართები, სადაც დღეს შუქი გაითიშება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი