პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოდაიღუპა ქალი, რომელსაც ხელში ბომბი აუფეთქდა, ის ბომბის ბანკომატში ჩადებას გეგმავდა

დაიღუპა ქალი, რომელსაც ხელში ბომბი აუფეთქდა, ის ბომბის ბანკომატში ჩადებას გეგმავდა

საბერძნეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ თესალონიკში 38 წლის ქალს ხელში ბომბი აუფეთქდა და ადგილზე დაიღუპა. პოლიციის ინფორმაციით, ქალი ასაფეთქებელი მოწყობილობის ბანკომატში ჩადებას გეგმავდა, რა დროსაც ის აუფეთქდა.

აფეთქება სალონიკის ცენტრში, საცხოვრებელ უბანში, საცხოვრებელი კორპუსის წინ მოხდა, რომლის პირველ სართულზეც ბანკი იყო განთავსებული.

ადგილზე პოლიცია საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება. პოლიციის ინფორმაციით, ქალი წარსულში სხვა სისხლის სამართლის დანაშაულებშიც იყო მხილებული.

  ძლიერმა ქარმა ქალაქ ახმეტაში ინფრასტრუქტურა დააზიანა, რამდენიმე კერძო სახლსა და კომერციულ ფართს მთლიანად მოხადა სახურავი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი