რატომ არ უყვარს მერილ სტრიპს ძველი ფილმების ყურება?
მერილ სტრიპი სხვადასხვა ინტერვიუში ქალებს შთამაგონებელ ფრაზებს ხშირად უზიარებს და ეუბნება, რომ მათ საკუთარი თავის შეყვარება და მიღება უნდა შეძლონ. თუმცა, მსახიობს არასდროს დაუმალავს, რომ წლების განმავლობაში, საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების გამო, თავადაც უამრავ კომპლექსს ებრძოდა და ახალგაზრდობაში დაბალი თვითშეფასება ჰქონდა.
სტრიპი ამბობს, რომ წლებთან ერთად, საკუთარი თავის სიყვარული ისწავლა და ნეგატიურ კომენტარებს ყურადღებას აღარ აქცევს. “ოსკარის” სამგზის მფლობელი მსახიობი ახლა ყველა ქალს ურჩევს: “ჩემი რჩევა იქნება, ნუ დახარჯავთ დიდ დროს იმაზე ფიქრში, გაქვთ, თუ არა სრულყოფილი კანი, ან უნდა დაიკლოთ თუ არა რამდენიმე კილოგრამი. იფიქრეთ იმაზე, რა შეიძლება გააკეთოთ ცხოვრებაში, რომ დაგამახსოვრდეთ და ბედნიერი იყოთ.” – ამბობს სტრიპი.
მერილ სტრიპმა ნამდვილ წარმატებას 40 წლის ასაკის შემდეგ მიაღწია. იქამდე კი არაერთი წარუმატებელი როლი და იმედგაცრუება იყო. დღეს მერილი ერთ-ერთ უდიდეს ამერიკელ მსახიობადაა აღიარებული, მისმა კარიერამ და დამოკიდებულებამ კი ჰოლივუდის სტანდარტების შეცვლაც კი შეძლო.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi