ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით სამგზავრო მატარებლის ამოქმედება 2025 წლის მაისისთვის იგეგმება — ამის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანულ მედიაში ვრცელდება. პირველმა რეისებმა, გავრცელებული ცნობით, სიმბოლურად დამოუკიდებლობის დღეებთან მიახლოებულ თარიღებში უნდა ჩაიაროს.
ადგილობრივი მედიის ცნობით:
- პირველი მატარებელი თბილისიდან ბაქოს მიმართულებით გავა 26 მაისს — საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
- ბაქოდან თბილისისკენ კი 28 მაისს — აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღეს
ჯერ ოფიციალურად არ დაუსახელებიათ ვადები, თუმცა სავარაუდო თარიღი უკვე აქტიურად განიხილება ორივე ქვეყანაში.
ბაქო-თბილისი-ბაქოს სამგზავრო მატარებლის ამოქმედება არა მხოლოდ ტურისტული მიმოსვლის, არამედ რეგიონული ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებისთვისაც მნიშვნელოვანი ინიციატივაა. რეგულარული სარკინიგზო კავშირი ორ მეზობელ ქვეყანას შორის დამატებით შესაძლებლობებს შექმნის გადაადგილებისთვის.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია