პარასკევი, მაისი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ეს შემთხვევითი არ არის. პატრიარქისადმი ქართველი ერის უდიდესი პატივისცემა ეფუძნება თავად პატრიარქის...

„ეს შემთხვევითი არ არის. პატრიარქისადმი ქართველი ერის უდიდესი პატივისცემა ეფუძნება თავად პატრიარქის უდიდეს სიყვარულს ქართველი ერისადმი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა სახელმწიფომ, ქართულმა ეკლესიამ აჩვენეს უდიდესი ღირსება მთელ მსოფლიოს“-მამა გიორგი ზვიადაძე

პრო­ტოპ­რეს­ვი­ტერ­მა, მამა გი­ორ­გი ზვი­ა­და­ძემ მედიასთა განაცხადა, რომ მსვლელობა, რომელიც შედგა სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისკენ, მაჩვენებელია, რამდენად დიდი სიყვარული აქვთ ქართველებს პატრიარქის მიმართ.

„ქართველმა ხალხმა აჩვენა უდიდესი სიყვარული პატრიარქისადმი, ტიროდნენ ჯარისკაცები, პოლიციელები, ბავშვები, უბრალო ადამიანები. ყველა აღვსებულია მადლიერებით ჩვენი ხალხის, ერის მიმართ,“ – ამის შეახებ საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერმა, მამა გიორგი ზვიადაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მსვლელობა, რომელიც შედგა სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისკენ, მაჩვენებელია, რამდენად დიდი სიყვარული აქვთ ქართველებს პატრიარქის მიმართ.

„ეს შემთხვევითი არ არის. პატრიარქისადმი ქართველი ერის უდიდესი პატივისცემა ეფუძნება თავად პატრიარქის უდიდეს სიყვარულს ქართველი ერისადმი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა სახელმწიფომ, ქართულმა ეკლესიამ აჩვენეს უდიდესი ღირსება მთელ მსოფლიოს. პატრიარქის მიმართ პატივისცემის გამოხატვაში მთელი ერია გამთლიანებული, რაც ძალიან დიდი ნუგეშითა და მადლიერებით გვავსებს მთელი ქართველი ერისადმი, ყველა იმ ადამიანისადმი, ვინც ასეთი მაღალი შეგნებით და კულტურით გამოხატავს პატრიარქის მიმართ მოწიწებას, მადლიერებას და სიყვარულს“, – განაცხადა გიორგი ზვიადაძემ.

მისი თქმით, ხვალ, 25 მარტს, 14:00 საათზე დაგეგმილია პარაკლისი.

„ეს უკავშირდება ავტოკეფალიის მოპოვების, ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. 1917 წლის 12 მარტს ძველი სტილით, ახალი სტილით 25 მარტს, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიდგინა ავტოკეფალია, დამოუკიდებლობა. ეს არის ისტორიული სინამდვილის, ისტორიული ჭეშმარიტების დადასტურება. ისეთი მაღალი ღირსებით გამორჩეულ ეკლესიას, რომელიც უძველესი დროიდან ავტოკეფალური იყო და რომელიც საპატრიარქო ღირსების მქონე იყო, მისთვის ავტოკეფალიის წართმევა იყო მსოფლიო კრებების კანონების უკიდურესად მძიმე დარღვევა. ქართველი საზოგადოება, ქართველი ერი ამას არასოდეს შერიგებია. ჩვენი საზოგადოების მოწინავე ინტელიგენცია უშეღავათოდ იბრძოდა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალია დაბრუნებოდა. იღვწოდნენ ისინი ჩვენს სასულიერო პირებთან ერთად, მათ შორის წმინდა პატრიარქებთან ერთად. მართალია, ეკლესიამ აღიდგინა ავტოკეფალია, მაგრამ მსოფლიოს ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები ამ ავტოკეფალიის აღდგენას არ ცნობდნენ, ამით დიდ სირთულეებს აწყდებოდა ეკლესია თავისი მოღვაწეობისთვის“, – განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.

  „საჯარო სკოლების მე-12 კლასში სწავლის მსურველებს რეგისტრაციის შესაძლებლობა მოსწავლეებს ყოველი წლის მარტში ექნებათ“

მისი თქმით, საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ მისი აღსაყდრების დღიდან მიზნად დაისახა, აღდგენილიყო ისტორიული სამართლიანობა.

„თავისი ღრმა განსწავლულობით, კანონიკური სამართლის საფუძვლიანი ცოდნით, მან შეძლო, დაერწმუნებინა მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურები, რომ ვერ აღსრულდებოდა ისტორიული სამართლიანობა, თუკი საქართველოს ეკლესიას არ დაუბრუნდებოდა უკანონოდ წართმეული ავტოკეფალია და არ მოხდებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი ავტოკეფალიის ცნობა და აღიარება. ყველას მოგეხსენებათ, ამას წინ უძღვოდა მრავალწლიანი შრომა. პატრიარქი იყო უკიდურესად თანმიმდევრული, უშეღავათო, როდესაც საკითხი ეხებოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას. იყო შემოთავაზება მსოფლიოს საპატრიარქოს მხრიდან, რომ ახლად მიანიჭებდა ავტოკეფალიას, პატრიარქი იყო უაღრესად პრინციპული, უაღრესად თანმიმდევრული, უაღრესად მტკიცე თავის გადაწყვეტილებაში, რომ ეს დაუშვებელია, რადგან საქმე ეხება საქართველოს უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას“, – განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.