სამშაბათი, აპრილი 29, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოირანში, ბანდარ აბასის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა

ირანში, ბანდარ აბასის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა

ირანში, ბანდარ აბასის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. დაშავებულია 1,200 ადამიანი.

გამოცემა “ნიუ იორკ თაიმსმა” ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსიდან მოიპოვა ინფორმაცია, რომ ნავსადგურში ნატრიუმის პერქლორატი აფეთქდა – ნივთიერება, რომელიც ბალისტიკური რაკეტების მყარი საწვავის ძირითადი შემადგენელია. ოფიციალური თეირანი ამ ინფორმაციას უარყოფს.

აფეთქების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა პორტის მიმდებარე ინფრასტრუქტურა, გაჩნდა ხანძარი. რეგიონში შეჩერდა სასწავლო პროცესი, გაუქმდა საჯარო ღონისძიებები. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  დღის ფოტო ღაზიდან: პალესტინელები ფქვილის ტომრებით
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი