კვირა, მაისი 11, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისიზემო ფონიჭალაში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია იწყება — ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

ზემო ფონიჭალაში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია იწყება — ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

ზემო ფონიჭალაში, კრწანისის რაიონში, კორპუსებს შორის არსებული ცენტრალური გზის სრული რეაბილიტაცია იწყება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების გამოცვლა, ადაპტირებული საგზაო ინფრასტრუქტურის, განათების სისტემისა და გამწვანებული თარგების მოწყობა.

ასევე განახლდება ავტობუსის მოსაცდელები, მანიშნებელი დაფები და საგზაო ნიშნები.

თბილისის მერიის ცნობით, სარემონტო სამუშაოები 28 აპრილიდან დაიწყება და დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება. აღნიშნულ პერიოდში ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული იქნება.

კერძო ავტომობილები გადაადგილდებიან კაპანაძეებისა და ღოღობერიძის ქუჩების გავლით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს:

  • ავტობუსის მარშრუტები N343 და N344 იმოძრავებენ N29 კორპუსამდე;
  • მიკროავტობუსი N409 მოძრაობას მარნეულის ქუჩამდე განაგრძობს.

მგზავრებს უკუმიმართულებითაც აღნიშნული მარშრუტებით მოემსახურებიან.

თბილისის მერია მოსახლეობას ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის და პროექტის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს — რეაბილიტაციის შედეგად ზემო ფონიჭალაში საგრძნობლად გაუმჯობესდება გადაადგილების ხარისხი და კომფორტი.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

author avatar
Ani Davidiani
  უამინდობის გამო, ხვალ დასავლეთ საქართველოში რვა რეისი უქმდება - რა ხდება, თუ მატარებლის ბილეთი უკვე შეძენილი გაქვთ?
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი