25-27 აპრილს თბილისში, ექსპოჯორჯიას პავილიონებში (№4, 5, 6, 11) და გარე სივრცეში, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენა Caucasus Build 2025 გაიმართება. გამოფენა წელს 30-ედ ტარდება და ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა, რომელიც ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებს სამშენებლო სექტორის სიახლეებსა და ინოვაციებთან დააკავშირებს.
ღონისძიება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის განვითარებისა და პარტნიორობის ახალ შესაძლებლობათა შექმნას.
Caucasus Build-ზე წარმოდგენილი იქნება დეველოპერული კომპანიები, ინტერიერისა და ექსტერიერის მასალების მწარმოებლები, ჭკვიანი სახლის მოწყობილობების დისტრიბუტორები, საინჟინრო და არქიტექტურული სერვისების მომწოდებლები, ასევე სამშენებლო ტექნიკისა და დანადგარების მწარმოებლები.
რას შესთავაზებს გამოფენა დამთვალიერებლებს:
- თემატური პანელური დისკუსიები და კონფერენციები სამშენებლო და დეველოპერულ სფეროში არსებულ ტენდენციებზე;
- პრაქტიკული ტექნიკური ვორკშოპები, სადაც წარმოდგენილი მასალები ადგილზე გადაიტესტება;
- სხვადასხვა სამშენებლო მასალის გამძლეობის და ხარისხის დემონსტრაციები;
- გათამაშებები და საჩუქრები მონაწილეებისთვის.
Caucasus Build მნიშვნელოვანი პლატფორმაა მათთვის, ვინც მუშაობს სამშენებლო, სარემონტო ან ინტერიერის დიზაინის სექტორში და დაინტერესებულია პარტნიორების მოძიებით, ინოვაციების გაცნობითა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებით.
გამოფენის დეტალების სანახავად ეწვიეთ ოფიციალურ ვებ-გვერდს.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია