პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისიზურაბ წერეთლის სამოქალაქო პანაშვიდი 24-25 აპრილს, თბილისში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართება

ზურაბ წერეთლის სამოქალაქო პანაშვიდი 24-25 აპრილს, თბილისში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართება

ქართველი მოქანდაკისა და მხატვრის, ზურაბ წერეთლის ცხედარი მოსკოვიდან თბილისში უკვე გადაასვენეს — ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

როგორც ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში განაცხადეს, ცხედარი უკვე თბილისშია, თუმცა ამ ეტაპზე მუზეუმში ჯერ არ არის დასვენებული.

23 აპრილს მოსკოვის ცენტრში, ქრისტეს მაცხოვრის საკათედრო ტაძარში გაიმართა საზეიმო გამოსამშვიდობებელი ცერემონია.

თბილისში, სამოქალაქო პანაშვიდი 24 და 25 აპრილს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ჩატარდება (მისამართი: რუსთაველის გამზირი №27).

დაკრძალვა 26 აპრილს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გაიმართება — წერეთლის ნეშტი მის მეუღლეს, ინესა ანდრონიკაშვილს გვერდით მიაბარეს.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ წერეთელი 91 წლის ასაკში, 22 აპრილს, მოსკოვში, ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება გახდა.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

  თბილისის რამდენიმე უბანში, 7 აპრილს, წყალი 6-10 საათით დაწყდება - გადაამოწმეთ მისამართი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი