პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოთურქეთში უგზო-უკვლოდ დაკარგული 7 წლის ბიჭს ეძებენ

თურქეთში უგზო-უკვლოდ დაკარგული 7 წლის ბიჭს ეძებენ

თურქეთში, ქალაქ ადანაში უგზო-უკვლოდ დაკარგული 7 წლის ბიჭის სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, მოზარდის სამძებრო ოპერაცია უკვე 4 დღეა უშედეგოდ მიმდინარეობს.

7 წლის კუმალი ტიმი, 12 აპრილს, მეგობრებთან სათამაშოდ გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.

ბავშვის სამძებრო ოპერაციაში პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები არიან ჩართულები. მას შემდეგ რაც ბიჭის ჩუსტები სარწყავი არხის ნაპირზე იპოვეს, მაშველები მას არხშიც ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში 250 მაშველია ჩართული.

სამაშველო ოპერაციაში ჩართულია 37 ავტომობილი, 5 ნავი, 3 სათევზაო გემი და 2 დრონი.

  სანქციების მიუხედავად, 2022 წლის შემდეგ რუსეთში დაახლოებით 2.3 მილიარდი დოლარის და ევროს კუპიურები გაიგზავნა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი