თურქეთში უგზო-უკვლოდ დაკარგული 7 წლის ბიჭს ეძებენ

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

თურქეთში, ქალაქ ადანაში უგზო-უკვლოდ დაკარგული 7 წლის ბიჭის სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, მოზარდის სამძებრო ოპერაცია უკვე 4 დღეა უშედეგოდ მიმდინარეობს.

7 წლის კუმალი ტიმი, 12 აპრილს, მეგობრებთან სათამაშოდ გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.

ბავშვის სამძებრო ოპერაციაში პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები არიან ჩართულები. მას შემდეგ რაც ბიჭის ჩუსტები სარწყავი არხის ნაპირზე იპოვეს, მაშველები მას არხშიც ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში 250 მაშველია ჩართული.

- Advertisement -
Ad imageAd image

სამაშველო ოპერაციაში ჩართულია 37 ავტომობილი, 5 ნავი, 3 სათევზაო გემი და 2 დრონი.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). თურქეთში უგზო-უკვლოდ დაკარგული 7 წლის ბიჭს ეძებენ. 16 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/თურქეთში-უგზო-უკვლოდ-დაკ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi