თბილისი პირველ ადგილზეა — ნახე, ცხოვრების დონის რეიტინგი საქართველოში

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

თბილისი ლიდერობს, დედაქალაქში ცხოვრების ხარისხი ყველაზე მაღალია, ხოლო ყველაზე დაბალი — ლენტეხშია. ამის შესახებ საუბარია ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ ახლახან გამოქვეყნებულ მუნიციპალური ცხოვრების ხარისხის ინდექსში, რომელიც ქვეყნის მუნიციპალიტეტების შეფასებას ოთხი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით ითვალისწინებს: ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა და სერვისები, დემოგრაფია და სოციალური ხელმისაწვდომობა, ადგილობრივი დემოკრატია და გენდერული თანასწორობა.

კვლევის მიხედვით, დედაქალაქმა მიიღო უმაღლესი — 0.67 ქულიანი შეფასება, რაც მას ქვეყნის სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით პირველ ადგილზე აყენებს. თბილისს მოსდევს ბათუმი, 0.11 ქულიანი ჩამორჩენით, ხოლო მესამე ადგილზე — ყაზბეგია, რომელიც თბილისთან 0.16 ქულით ჩამორჩება.

თბილისი ლიდერობს ყველა ინდიკატორში. განსაკუთრებით მაღალი ქულა, 0.78, დედაქალაქმა ეკონომიკის მიმართულებით მიიღო. შედარებით დაბალი შედეგი დაფიქსირდა დემოგრაფიასა და სოციალურ ხელმისაწვდომობაში, რაც დაკავშირებულია მოსახლეობის სიმრავლესთან და სერვისებზე გაზრდილ მოთხოვნასთან.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში კი ინდექსის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა — მხოლოდ 0.28.
კვლევის ავტორების თქმით, ასეთი სურათი მიანიშნებს ქვეყანაში ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული და სოციალური უთანასწორობის თვალსაჩინო რუკაზე და აჩვენებს, რომელ რეგიონებს სჭირდება მეტად განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკა.

- Advertisement -
Ad imageAd image

თბილისი

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). თბილისი პირველ ადგილზეა — ნახე, ცხოვრების დონის რეიტინგი საქართველოში. 16 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/თბილისი-პირველ-ადგილზეა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi