როდიდან დაიწყება ატესტატების გაცემა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

სკოლის დამამთავრებელი ატესტატების გაცემა მიმდინარე წლის 23 ივნისიდან დაიწყება.  აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ გაავრცელა.

სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღება შესაძლებელი იქნება როგორც იუსტიციის სახლის ფილიალებში, ისე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში.

ატესტატის მისაღებად აუცილებელია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. განაცხადის შეტანა დამოუკიდებლად შეუძლიათ 17 წელს მიღწეულ პირებსაც.

იმ შემთხვევაში, თუ კურსდამთავრებულს შეცვლილი აქვს სახელი ან გვარი, საჭირო იქნება შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენაც.

ატესტატის გაცემის ვადები და მომსახურების საფასური შემდეგნაირია:

- Advertisement -
Ad imageAd image
  • მე-10 სამუშაო დღეს – უფასოდ;
  • მე-5 სამუშაო დღეს – 25 ლარი;
  • მე-3 სამუშაო დღეს – 40 ლარი;
  • მე-2 სამუშაო დღეს – 55 ლარი;
  • განცხადების შეტანის დღესვე – 65 ლარი.

დოკუმენტის დაჩქარებული წესით მიღების მსურველებს შეუძლიათ სასურველი მომსახურების ვადა განაცხადის წარდგენისას შეარჩიონ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). როდიდან დაიწყება ატესტატების გაცემა. 19 ივნისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/როდიდან-დაიწყება-ატესტატ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi