ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისოციალური თემებიბიზნესი„საქართველოში იმაზე მეტი ფერმერია, ვიდრე გერმანიასა და საფრანგეთში ერთად - ეს ართულებს...

„საქართველოში იმაზე მეტი ფერმერია, ვიდრე გერმანიასა და საფრანგეთში ერთად – ეს ართულებს კონტროლს“ – სოხაძე

საქართველოში სურსათის უვნებლობის გამოწვევებზე საუბრისას FAO-ს პროექტის მენეჯერი, მიხეილ სოხაძე BMGtv-ის გადაცემაში “საქმიანი დილა” აღნიშნავს, რომ პირველადი წარმოების კონტროლი ქვეყანაში რთულია, რადგან საქართველოში იმაზე მეტი ფერმერია, ვიდრე გერმანიასა და საფრანგეთში ერთად.

ამის შესახებ მიხეილ სოხაძემ “საქმიანი დილას” ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზა მცირე მეურნეობების გამსვხილება და საზოგადოებაში პირუტყვისადმი მიდგომის შეცვლაა.

“ყველაზე რთული, რაც ქვეყანაში ვერ კონტროლდება, თავისი ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, ეს გახლავთ პირველადი წარმოება – ფერმა. საოჯახო მეურნეობები ქვეყანაში 90%-ია და მინდა გითხრათ, რომ საქართველოში იმაზე მეტი ფერმერია, ვიდრე გერმანიაში და საფრანგეთში ერთად. ეს ძალიან ართულებს კონტროლს. წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი გჭირდება, რომ გააკონტროლო, სად იკვებებიან ცხოველები, როგორ და რანაირად.

მცირე საოჯახო მეურნეობები უნდა გამსხვილდეს. სულ არ გჭირდებათ ძროხის ანატომიის ცოდნა, გაზაფხულზე რომ დაინახავ ყველა ძვალს დაუთვლი, იმდენად არ აქცევენ ყურადღებას [ცხოველს]. კანონმდებლობაშიც “საქონელი” გვიწერია სიტყვა, “საყოლელიც” კი არა, ცოცხალ ორგანიზმადაც კი ვერ აღვიქვამთ, იმდენად არასწორი წარმოდგენა არის საზოგადოებაში. “ცხოველთა კეთილდღეობის” ხსენებაც კი ეშინიათ და ერიდებათ ზოგჯერ, არადა როგორ გამოკვებავ, მიხედავ, დაკლავ – ადამიანის ჯანმრთელობასთანაა ეს ყველაფერი დაკავშირებული”, – განაცხადა FAO-ს პროექტის მენეჯერმა.

მისივე თქმით, ხორცისა და რძის წარმოებაში მთავარი პრობლემა ცოდნის დეფიციტია, რაც ცხოველის თვითნებური მკურნალობისას ყველაზე მეტად იჩენს თავს.

“მაგალითად რომ ავიღოთ, ცხოველში მასტიტების გამომწვევი ბევრი რამ შეიძლება იყოს, მერე არც უკავშირდებიან ვეტერინარს, ზოგჯერ არც იციან, ან თავად მკურნალობენ ანტიბიოტიკით. ანტიბიოტიკების გამოყენება პრობლემა არ არის, უბრალოდ სწორად უნდა გამოიყენო, დროის შუალედი უნდა დაიცვა, თორემ მერე რძეში ანტიბიოტიკიც ხვდება, ჩირქიც, და მერე იმ რძეს არც ადუღებენ, რადგან ყველი აღარ ამოდის და ა.შ.

საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, ჩვენ მივიღეთ შუა საუკუნეების გლეხობა, რომელსაც ფერმერის ცოდნა აღარ აქვს… თვითონ კი არ უნდათ, რამე დააშავონ, უბრალოდ არ იციან, აკეთებენ რასაც მათი მამა-პაპა აკეთებდა და უშვებენ ანტიბიოტიკებს პრევენციისთვის, ამ დროს არც ის ანტიბიოტიკები გადადის საბოლოო პროდუქტში. ურთულესი თემაა ანტიბიოტიკები და ამის კონტროლიც ცალკე თემაა. ფერმაში დაშვებული ეს შეცდომა, ანტიბიოტიკების არასწორი მოხმარება, რაც არ უნდა ფილტროთ, წამოადუღოთ და ა.შ. საბოლოო პროდუქტში მაინც იჩენს თავს, ვერ ასცდებით, გამორიცხულია”, – აღნიშნა მიხეილ სოხაძემ.

  „ამოიღეს და დალუქეს 800 ლიტრი ლუდი და ბურახი“ - ლუდისა და ბურახის არალეგალური საწარმო გამოავლინეს

წყარო

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.