12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე 2026 წლის აგვისტოში ახალი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. მლეთაში, ლომისის სალოცავის მიმდებარედ, 50-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობდა, გამოიყენეს სპეციალური სკანერები და დრონები. შსს-ს ცნობით, ბოლო პერიოდში 20-ზე მეტი პირი ხელახლა გამოიკითხა.
საქმეში ახალი მოწმეები ჩნდებიან. არის სხვადასხვა ვერსიები და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები.
სექტემბერში გადაცემის „შენი ამბავი“ წამყვანმა თაია გამთენაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გურამ დადიანიძის საქმის ერთ-ერთ მოწმეს შეხვდა სოფო ბიბილაშვილთან და ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან ერთად.
გადაცემაში „VERSUS ირინა ტორონჯაძესთან ერთად” ადვოკატმა კაკაბაძემ კიდევ ერთი ახალი ინფორმაცია გააჟღერა.
მისი თქმით, ექიმის ვინაობა, რომელთანაც გურამ დადიანიძე მამიდან მიიყვანა, საგამოძიებო ორგანოს დადგენილი აქვს.
„ჩვენ ველოდებით ამ პიროვნებისგან სრულ ინფორმაციას წამლებთან, დიაგნოზთან დაკავშირებით და სხვადასხვა დეტალებს, რომელმაც რაღაცებს შეიძლება ნათელი მოჰფინოს,“ – ამბობს კაკაბაძე.
ცნობისთვის, 12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 17 წლის გურამ დადიანიძე გაუჩინარდა. 2014 წლის ივნისში ახალგაზრდა დედაქალაქიდან ლომისობის დღესასწაულზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლეთაში იმყოფებოდა. სალოცავიდან დაბრუნებისას ის თანმხლებ ჯგუფს ჩამორჩა და უკვალოდ გაუჩინარდა. მას შემდეგ ოჯახმა არ იცის, რა შეემთხვა გურამს და სად არის ის.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). „ექიმის ვინაობა საგამოძიებო ორგანოს დადგენილი აქვს…“ – ახალი დეტალები გურამ დადიანიძის საქმეში. 14 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ექიმის-ვინაობა-საგამოძი/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · მარკეტინგი / PR
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · IT / ტექნოლოგიები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-24T09:41:35+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
