თუ ნედლეული გაგვიძვირდება ეს, რა თქმა უნდა, პროდუქციის ფასზე აისახება, – ამის შესახებ საკონდიტრო კომპანია “ტკბილი ქვეყნის” გაყიდვების დირექტორმა შალვა ტყემალაძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა, რითაც მთავრობის მიერ შაქრის იმპორტზე გადასახადის დაწესების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
მისივე ინფორმაციით, კომპანია წარმოებისთვის ძირითადად, იმპორტირებულ შაქარს იყენებს.
“ადრე ფქვილის გაძვირებაზეც იყო საუბარი. ლოგიკურია, რომ ნედლეულის გაძვირება, რა თქმა უნდა, პროდუქციის ფასზე აისახება. შესაბამისად, ახალი დადგენილების თანახმად, თუ შაქარი გაძვირდა, შესაძლოა, პროდუქციის ფასების გადახედვა მოხდეს“, – აცხადებს შალვა ტყემალაძე.
ცნობისთვის, საკონდიტრო კომპანია “ტკბილი ქვეყანა” 100-ზე მეტ სხვადასხვა სახეობის პროდუქციას აწარმოებს და 3 ბრენდულ მაღაზიას ფლობს.
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ შაქრის იმპორტზე გადასახადის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი გადაწყვეტილება საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა. 10 აპრილს გამოქვეყნებული დადგენილების მიხედვით, 1 კგ. შაქარი 40 თეთრის გადასახადით დაიბეგრება. დადგენილება 2025 წლის 22 აპრილიდან ამოქმედდება და ძალაში 2026 წლის 22 აპრილამდე იქნება.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). „თუ შაქარი გაძვირდა, შესაძლოა, პროდუქციის ფასების გადახედვა მოხდეს“ – „ტკბილი ქვეყანა“. 15 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/თუ-შაქარი-გაძვირდა-შესა/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · მარკეტინგი / PR
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T16:16:41+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
