შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიტაბლოიდისასტუმრო „დუენდე“ ლაგოდეხში – ესპანელმა წყვილმა ლაგოდეხის სოფელ ხიზაში ააშენა

სასტუმრო „დუენდე“ ლაგოდეხში – ესპანელმა წყვილმა ლაგოდეხის სოფელ ხიზაში ააშენა

სასტუმრო ,,დუენდე’’ ლაგოდეხში. “დუენდე,” რომელიც ესპანურად ვნებას ნიშნავს, ესპანელმა წყვილმა ლაგოდეხის სოფელ ხიზაში ააშენა. ტყიანი ეზო, ნომრები ტყეში და მდინარე ნინოს პირას მდგარი კოტეჯი დაუვიწყარ შეგრძნებებს დაგიტოვებთ.

ესპანელი ალეხანდრო პალომარი და ამერიკელი ნიკოლ ბარტონი საქართველოში 2 შვილთან ერთად 10 წლის წინ ჩამოვიდნენ.

როგორც ნიკოლ ბარტონმა განაცხადა, როგორც კი საქართველოში ჩამოვიდნენ, მათი ოცნება იყო, რომ რაიმე განსხვავებული და განსაკუთრებული გაეკეთებინათ.

„აქაურობა ძალიან ლამაზი და გასაოცარია. გვინდოდა, რაიმე განსხვავებული გაგვეკეთებინა. სასტუმროს სახელია Duende (დუენდე). სახელი ესპანურია და უკავშირდება ვნების შეგრძნებას, ვნების არსს“, – განაცხადა ბარტონმა.

სასტუმრო ბოჰემური სტილისაა. თითოეული კოტეჯის სიმაღლე 8 მეტრია. გარდა კოტეჯებისა, არის სამზარეულო და აბაზანა. სულ სასტუმრო 16 ადგილიანია.

„ზოგადად, ბიზნესის კეთება საქართველოში ადვილია, თუკი ჭკვიანი ხართ და თუკი ღია დამოკიდებულება გექნებათ, საკმაოდ ადვილია. ჩვენ ბევრი გეგმები გგვაქვს. ვფიქრობთ, რომ მოთხოვნა უნდა იყოს, რატომაც არა?“ – განაცხადა ბარტონმა.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  „ჩემს ცხოვრებაში მთავარი მამოძრავებელი ძალა არის ღმერთი, ანუ სიყვარული – ჩემს ცხოვრებაში სიყვარული არის ანა“ – ბექა გოჩიაშვილი მეუღლეზე
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი